მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინიდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყო

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ, რუსეთის სავარაუდო თავდასხმის საფრთხის ფონზე, ქვეყნიდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყო, ნათქვამია მისიის განცხადებაში.
ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში — სამოქალაქო მისიაა, რომლის პერსონალის დიდ ნაწილს ეუთოს წევრი ქვეყნების მიერ მივლინებული საერთაშორისო მოსამსახურეები წარმოადგენენ.

„ეუთოს წევრმა ცალკეულმა სახელმწიფოებმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მივლინებულმა მათმა მოქალაქეებმა მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დატოვონ უკრაინა“, — ნათქვამია მისიის გაცხადებაში.

ამასთან იქვე ზუსტდება, რომ მისია კვლავაც განაგრძობს ეუთოს მიერ დამტკიცებული სადამკვირვებლო მანდატის განხორციელებას უკრაინის ათ ქალაქში.
შეუიარაღებელი სამოქალაქო მისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ეწევა ვითარების მონიტორინგს, უკრაინაში 2014 წლის მარტში განთავსდა, მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე ეუთოს თავად უკრაინის ხელისუფლებამ მიმართა.
მისიის ძირითადი ამოცანებია მიუკერძოებლად და ობიექტურად დააკვირდეს მოვლენებს და შეადგინოს ანგარიში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ რეგიონებში.
საფრანგეთის საელჩოს ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
მსოფლიო დღეს
მოიმარაგეთ საკვები და წყალი: საფრანგეთის ელჩმა თანამემამულეებს რჩევა მისცა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან თავისი მოსამსახურეების ორ დღეში გაყვანა გადაწყვიტეს შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად 16 თებერვალი დაასახელა.
თავად რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამგვარ გეგმებს გამორიცხავს. კრემლმა არაერთხელ უარყო „აგრესიული ქმედებები“ და აღნიშნა, რომ არავის ემუქრება და არც არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ხოლო აგრესიის შესახებ განცხადებები მხოლოდ ნატოს ინტერესებს ემსახურება, რათა ეს საბაბად გამოიყენოს და უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა განათავსოს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.
წყარო: ეუთო
ყველა ახალი ამბავი
0