https://sputnik-georgia.com/20220214/azerbaijanma-saqartvelos-miwiszvris-gamo-solidaroba-gamoucxada-264432495.html
აზერბაიჯანმა საქართველოს მიწისძვრის გამო სოლიდარობა გამოუცხადა
აზერბაიჯანმა საქართველოს მიწისძვრის გამო სოლიდარობა გამოუცხადა
Sputnik საქართველო
ორივე ქვეყნის პრემიერებმა დაადასტურეს მზადყოფნა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისთვის
2022-02-14T19:39+0400
2022-02-14T19:39+0400
2022-02-14T22:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24784/79/247847973_0:300:1600:1200_1920x0_80_0_0_0389ac12867557f966a9f1e0e966a568.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, 22:25 საათზე მოხდა. ეპიცენტრი იყო დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით.ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, საუბრისას ღარიბაშვილმა და ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.მიწისძვრის შედეგად დმანისში ათობით სახლი დაზიანდა >>საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24784/79/247847973_405:384:1491:1198_1920x0_80_0_0_3ccf78284c065b45789895befcdbdf6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი სოლიდარობა საქართველო მიწისძვრა
აზერბაიჯანი სოლიდარობა საქართველო მიწისძვრა
აზერბაიჯანმა საქართველოს მიწისძვრის გამო სოლიდარობა გამოუცხადა
19:39 14.02.2022 (განახლებულია: 22:14 14.02.2022) ორივე ქვეყნის პრემიერებმა დაადასტურეს მზადყოფნა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, 22:25 საათზე მოხდა. ეპიცენტრი იყო დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით.
ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, საუბრისას ღარიბაშვილმა და ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.