https://sputnik-georgia.com/20220213/vin-gankargavs-camortmeul-xe-tyes-kanonsi-cvlileba-sevida-264397887.html
ვინ განკარგავს ჩამორთმეულ ხე-ტყეს: კანონში ცვლილება შევიდა
ვინ განკარგავს ჩამორთმეულ ხე-ტყეს: კანონში ცვლილება შევიდა
Sputnik საქართველო
მანამდე ქვეყანაში ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდებოდა, რადგან რეალიზაციის უფლების მინიჭებამდე მასალა უკვე გამოუსადეგარი ხდებოდა
2022-02-13T20:18+0400
2022-02-13T20:18+0400
2022-02-13T20:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24874/05/248740520_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_5f9eb5758b1ee66a04a88644271f8593.jpg
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოში უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ამიერიდან ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა.ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს.უწყების ცნობით, ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ, 5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3.500 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის განკარგვა ვერ ხერხდებოდა შესაბამის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა, რადგან დაკარგული ჰქონდა სასაქონლო ღირებულება. ჩამორთმეული ხე-ტყის დიდი ნაწილის რეალიზება ან საერთოდ ვეღარ ხდებოდა, ან ხდებოდა ძალიან დაბალ ფასში.გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ტყეების ინვენტარიზაცია. სააგენტოს ინფორმაციით, 232.316 ჰა ფართობზე ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.2021 წელს ტყის მართვის გეგმები მომზადდა ახმეტის (55.492 ჰა), ლენტეხის (79.343 ჰა) და ლაგოდეხის (21.116.0 ჰა) სატყეო უბნებისთვის. ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო წალკა-თეთრიწყაროს (54.202 ჰა), ამბროლაურის (81.069 ჰა), ადიგენის (33.836 ჰა), დედოფლისწყარო-სიღნაღის (19.326 ჰა) სატყეო უბნებზე, რომლებიც მიმდინარე წელს დასრულდება, აღნიშნავენ სატყეო სააგენტოში.ტყეების სახელმწიფო ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო 2019 წელს და ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმებას ითვალისწინებს. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.საქართველოს სატყეო ფონდის მთლიანი ფართობი სამ მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 43,2%-ს შეადგენს.წყარო - ეროვნული სატყეო სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24874/05/248740520_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_54546d88f2ec7e529d2330b46228e1f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განკარგვა ხე-ტყეს კანონი ცვლილება
განკარგვა ხე-ტყეს კანონი ცვლილება
ვინ განკარგავს ჩამორთმეულ ხე-ტყეს: კანონში ცვლილება შევიდა
20:18 13.02.2022 (განახლებულია: 20:19 13.02.2022) მანამდე ქვეყანაში ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდებოდა, რადგან რეალიზაციის უფლების მინიჭებამდე მასალა უკვე გამოუსადეგარი ხდებოდა
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოში უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ამიერიდან ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს.
უწყების ცნობით, ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ, 5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3.500 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის განკარგვა ვერ ხერხდებოდა შესაბამის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა, რადგან დაკარგული ჰქონდა სასაქონლო ღირებულება. ჩამორთმეული ხე-ტყის დიდი ნაწილის რეალიზება ან საერთოდ ვეღარ ხდებოდა, ან ხდებოდა ძალიან დაბალ ფასში.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ტყეების ინვენტარიზაცია. სააგენტოს ინფორმაციით, 232.316 ჰა ფართობზე ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.
2021 წელს ტყის მართვის გეგმები მომზადდა ახმეტის (55.492 ჰა), ლენტეხის (79.343 ჰა) და ლაგოდეხის (21.116.0 ჰა) სატყეო უბნებისთვის. ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო წალკა-თეთრიწყაროს (54.202 ჰა), ამბროლაურის (81.069 ჰა), ადიგენის (33.836 ჰა), დედოფლისწყარო-სიღნაღის (19.326 ჰა) სატყეო უბნებზე, რომლებიც მიმდინარე წელს დასრულდება, აღნიშნავენ სატყეო სააგენტოში.
ტყეების სახელმწიფო ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო 2019 წელს და ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმებას ითვალისწინებს. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს სატყეო ფონდის მთლიანი ფართობი სამ მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 43,2%-ს შეადგენს.