https://sputnik-georgia.com/20220213/vansi-mewyerma-gza-caangria-ra-mdgomareobaa-adgilze-264397248.html
ვანში მეწყერმა გზა ჩაანგრია: რა მდგომარეობაა ადგილზე
ვანში მეწყერმა გზა ჩაანგრია: რა მდგომარეობაა ადგილზე
Sputnik საქართველო
გზის აღდგენამდე დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა იგეგმება
2022-02-13T19:05+0400
2022-02-13T19:05+0400
2022-02-13T19:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/03/236570301_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_f5a4c8dd0fe7f5450df543d396a7d982.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა.ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, ვანის სერვის ცენტრის ეკიპაჟები.უწყების ინფორმაციით, ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს შემოვლითი გზებით დაუკავშირდეს.კერძოდ, სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.შესაბამისი სამსახურები სტიქიის განვითარების მიზეზებს შეისწავლიან და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დაიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა, გზის სრულად აღდგენამდე, აღნიშნეს უწყებაში.წყარო - ვანის მუნიციპალიტეტის მერია
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/03/236570301_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_194ae0933901fbd0bc14054187909477.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანი მეწყერი გზა ჩანგრევა მდგომარეობა ადგილი
ვანი მეწყერი გზა ჩანგრევა მდგომარეობა ადგილი
ვანში მეწყერმა გზა ჩაანგრია: რა მდგომარეობაა ადგილზე
19:05 13.02.2022 (განახლებულია: 19:06 13.02.2022) გზის აღდგენამდე დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა იგეგმება
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, ვანის სერვის ცენტრის ეკიპაჟები.
უწყების ინფორმაციით, ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს შემოვლითი გზებით დაუკავშირდეს.
კერძოდ, სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.
შესაბამისი სამსახურები სტიქიის განვითარების მიზეზებს შეისწავლიან და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დაიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა, გზის სრულად აღდგენამდე, აღნიშნეს უწყებაში.