თოვლი, წვიმა, ქარი, ნისლი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

© photo: Sputnikთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
დედაქალაქში ორშაბათსა და სამშაბათს მოსალოდნელია ნალექი, ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიკლებს
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ქარი, ნისლი და ტემპერატურის დაწევა.
13 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ნალექი, იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა -2 +12 გრადუსი იქნება.
14 თებერვალს მოსალოდნელია თოვლი და ნისლი, აღმოსავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა -3 +6 გრადუსი იქნება.
15 თებერვალს ღამის საათებში მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა კი -4 გრადუსამდე დაიკლებს. დღისით ჰაერი +9-მდე გათბება, მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა. 13 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ქარის სიჩქარე 17-22 მ/წმ.
14 თებერვალი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი - 20-25 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა -2 +11 გრადუსი იქნება.
15 თებერვალს ღამით მოსალოდნელია წვიმა. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით, ტემპერატურა +3+10 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 თებერვალს თბილისში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა 0+3 გრადუსი იქნება. 15 თებერვალს ასევე მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა +1+9 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0