https://sputnik-georgia.com/20220213/saqartvelosi-covid-19-is-gadatanidan-ert-tvesi-reinficirebis-faqtebi-dafiqsirda-264399667.html
საქართველოში COVID-19-ის გადატანიდან ერთ თვეში რეინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა
საქართველოში COVID-19-ის გადატანიდან ერთ თვეში რეინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
„ომიკრონი" შედარებით იოლად მიმდინარეობს, მაგრამ ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.
2022-02-13T21:43+0400
2022-02-13T21:43+0400
2023-08-17T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269346_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d928e49444ebf276f90f7a63531f2280.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გადატანიდან ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.როგორც ბულეიშვილმა აღნიშნა, რეინფიცირების ფაქტები ზოგად ფონს შედარებით ამძიმებს.ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე კი მიიჩნევს, რომ მძიმდებიან არავაქცინირებული, ე.წ. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. მისი თქმით, გართულებებისგან ვაქცინაცია იცავს.„ვაქცინაცია რეანიმაციულ ღონისძიებებს, დამძიმებას და გარდაცვალებას აგვაცილებს თავიდან", - განაცხადა ტაბიძემ.ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი კიდევ ერთხელ დაუდასტურდა >>ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269346_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_5c99dcaf2e6b8192a857dd55e83ee6dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო covid-19 1 თვე რეინფიცირება ფაქტები
საქართველო covid-19 1 თვე რეინფიცირება ფაქტები
საქართველოში COVID-19-ის გადატანიდან ერთ თვეში რეინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა
21:43 13.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ომიკრონი" შედარებით იოლად მიმდინარეობს, მაგრამ ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გადატანიდან ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
როგორც ბულეიშვილმა აღნიშნა, რეინფიცირების ფაქტები ზოგად ფონს შედარებით ამძიმებს.
„ამჟამად ისევ დაინფიცირებულები არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან გამოსული პოსტკოვიდური მდგომარეობიდან. ვიცით, რომ კოვიდის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს ბევრი სიმპტომი", - განაცხადა ბულეიშვილმა.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე კი მიიჩნევს, რომ მძიმდებიან არავაქცინირებული, ე.წ. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. მისი თქმით, გართულებებისგან ვაქცინაცია იცავს.
„ვაქცინაცია რეანიმაციულ ღონისძიებებს, დამძიმებას და გარდაცვალებას აგვაცილებს თავიდან", - განაცხადა ტაბიძემ.
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.