https://sputnik-georgia.com/20220213/qutaissi-rusi-turistis-cemisa-da-zarcvis-faqtze-arasrulwlovani-amxiles-264392582.html
ქუთაისში რუსი ტურისტის ცემისა და ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს
ქუთაისში რუსი ტურისტის ცემისა და ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
2022-02-13T15:00+0400
2022-02-13T15:00+0400
2022-02-13T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23886/05/238860510_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b7d36759451321f2a8d30f8b9fc45372.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს და დანაშაულის ჩადენაში 17 წლის არასრულწლოვანი ამხილეს.გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 11 თებერვალს ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. არასრულწლოვანმა საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 30 წლის მამაკაცს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23886/05/238860510_207:0:1779:1179_1920x0_80_0_0_b53935b9e4f7e9d73d05d761c6d22ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქუთაისი რუსი ტურისტი ცემა ძარცვა ფაქტი
ქუთაისი რუსი ტურისტი ცემა ძარცვა ფაქტი
ქუთაისში რუსი ტურისტის ცემისა და ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს
სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს და დანაშაულის ჩადენაში 17 წლის არასრულწლოვანი ამხილეს.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 11 თებერვალს ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. არასრულწლოვანმა საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 30 წლის მამაკაცს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.