https://sputnik-georgia.com/20220213/qartvelma-sambistebma-evropis-tasze-minsksi-10-medali-moipoves-264397687.html
ქართველმა სამბისტებმა ევროპის თასზე მინსკში 10 მედალი მოიპოვეს
ქართველმა სამბისტებმა ევროპის თასზე მინსკში 10 მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ოქროს მედლები მოიპოვეს მინდია ლილუაშვილმა, ბესარიონ ბერულავამ და ნინო ოძელაშვილმა
2022-02-13T19:48+0400
2022-02-13T19:48+0400
2022-02-13T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/71/242907110_0:356:3008:2048_1920x0_80_0_0_fe2ff99dcb98eeeaf2df8ef937b6174b.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ქართველმა სამბისტებმა მინსკში ევროპის ღია თასზე 10 მედალი მოიპოვეს და მეორე გუნდური ადგილი დაიკავეს.ტურნირის პირველ დღეს პოდიუმის ზედა საფეხურზე მინდია ლილუაშვილი ავიდა - 71 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა სომეხი კარლენ მახინიანი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.ვიცე-ჩემპიონები გიორგი ზაქარიაძე (+98 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) გახდნენ. პირველმა ფინალში რუს ანტონ ბრაჩოვთან წააგო (0:1), ქებაძე კი ბელარუს მარია კონდრატიევასთან დამარცხდა (0:6).საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი დავით ლორიაშვილმა (+98 კგ) მოუტანა.13 თებერვალს, ტურნირის მეორე დღეს ქალთა შორის 80 კგ-მდე კატეგორიაში ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა დაიმსახურა.79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი ბესარიონ ბერულავა გახდა.დღეს ვერცხლის პრიზიორები გახდნენ პაატა ღვინიაშვილი (-98 კგ), ომარ ნიაზაშვილი (-79 კგ) და გიორგი ნასყიდაშვილი (-64 კგ). გიორგი კანკავამ (-79 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიმიტრი კობაური (-88 კგ) მე-7 ადგილს დასჯერდა.საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 10 მედლით მეორე ადგილი დაიკავა (სამი ოქროს მედალი, ხუთი ვერცხლის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი). პირველ ადგილზეა რუსეთი (13-4-9), მესამეზე - ბელარუსი (3-3-15).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/71/242907110_332:401:2527:2048_1920x0_80_0_0_c5080c36dd24fe4bee5be0655201e432.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი სამბისტები ევროპა თასი მინსკი 10 მედალი
ქართველი სამბისტები ევროპა თასი მინსკი 10 მედალი
ქართველმა სამბისტებმა ევროპის თასზე მინსკში 10 მედალი მოიპოვეს
19:48 13.02.2022 (განახლებულია: 19:49 13.02.2022) ოქროს მედლები მოიპოვეს მინდია ლილუაშვილმა, ბესარიონ ბერულავამ და ნინო ოძელაშვილმა
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ქართველმა სამბისტებმა მინსკში ევროპის ღია თასზე 10 მედალი მოიპოვეს და მეორე გუნდური ადგილი დაიკავეს.
ტურნირის პირველ დღეს პოდიუმის ზედა საფეხურზე მინდია ლილუაშვილი ავიდა - 71 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა სომეხი კარლენ მახინიანი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ვიცე-ჩემპიონები გიორგი ზაქარიაძე (+98 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) გახდნენ. პირველმა ფინალში რუს ანტონ ბრაჩოვთან წააგო (0:1), ქებაძე კი ბელარუს მარია კონდრატიევასთან დამარცხდა (0:6).
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი დავით ლორიაშვილმა (+98 კგ) მოუტანა.
13 თებერვალს, ტურნირის მეორე დღეს ქალთა შორის 80 კგ-მდე კატეგორიაში ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა დაიმსახურა.
79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი ბესარიონ ბერულავა გახდა.
დღეს ვერცხლის პრიზიორები გახდნენ პაატა ღვინიაშვილი (-98 კგ), ომარ ნიაზაშვილი (-79 კგ) და გიორგი ნასყიდაშვილი (-64 კგ). გიორგი კანკავამ (-79 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიმიტრი კობაური (-88 კგ) მე-7 ადგილს დასჯერდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 10 მედლით მეორე ადგილი დაიკავა (სამი ოქროს მედალი, ხუთი ვერცხლის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი). პირველ ადგილზეა რუსეთი (13-4-9), მესამეზე - ბელარუსი (3-3-15).