https://sputnik-georgia.com/20220213/ozurgetsi-axali-cixis-msenebloba-aqtiurad-mimdinareobs-264389174.html
ოზურგეთში ახალი ციხის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ვიდეო
ოზურგეთში ახალი ციხის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ვიდეო
Sputnik საქართველო
ციხე 700 პატიმარზეა გათვლილი და წლის ბოლომდე გაიხსნება
2022-02-13T10:33+0400
2022-02-13T10:33+0400
2022-02-13T10:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/34/243593464_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_7824b373acfca434f83965dcfcfe641a.jpg
თბილისი, 13 თებერვალი— Sputnik. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ახალი ციხის მშენებლობის პროცესს გაეცნო.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 700-მდე პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პენიტენციური დაწესებულების გახსნა ლაითურში წლის ბოლომდე იგეგმება.უწყების ინფორმაციით, ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს.ინფრასტრუქტურული პროექტი მორგებულია როგორც ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა, ასევე, დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.წყარო - იუსტიციის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/34/243593464_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_b208a774c1547c371f7205f783f748b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოზურგეთი ციხე მშენებლობა ვიდეო
ოზურგეთი ციხე მშენებლობა ვიდეო
ოზურგეთში ახალი ციხის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ვიდეო
10:33 13.02.2022 (განახლებულია: 10:34 13.02.2022) ციხე 700 პატიმარზეა გათვლილი და წლის ბოლომდე გაიხსნება
თბილისი, 13 თებერვალი— Sputnik. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ახალი ციხის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 700-მდე პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პენიტენციური დაწესებულების გახსნა ლაითურში წლის ბოლომდე იგეგმება.
უწყების ინფორმაციით, ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი მორგებულია როგორც ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა, ასევე, დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.