კასპში 38 წლის მამაკაცი თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. კასპში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ურთიერთშელაპარაკებისას 46 წლის თანასოფლელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
უცნობია, რა მოტივით არის ჩადენილი დანაშაული.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0