გარდაიცვალა კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებელი

© courtesy of Tamar Saginashviliროსტომ საგინაშვილი
როსტომ საგინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
ჩანაწერი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ამერიკაში გასტროლის დროს 70-იან წლებში გაკეთდა.
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანსამბლ „შავნაბადას" ხელმძღვანელი, მუსიკოსი დავით ცინცაძე ავრცელებს.
როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager, ოქროს ფირფიტით მზის სისტემაში გაიტანა.
„ჩაკრულო“ NASA-მ მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერას შორის შეიტანა. როსტომ საგინაშვილი „ჩაკრულოს“ ამ ჩანაწერში ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა.
კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და... >>
იდეა, დედამიწიდან გაეშვათ კოსმოსური ობიექტი, რომელიც წაიღებდა სხვადასხვა ინფორმაციას დედამიწის შესახებ, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა.
წყარო - დავით ცინცაძის Facebook-გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0