მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი ჩაუვლის

© Pixabay / 9866112ასტეროიდი და დედამიწა
ასტეროიდი და დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
შეჯახება არ მოხდება - ციური სხეული დედამიწას 4,8 მლნ კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლებს
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ოთხი ეიფელის კოშკის ზომის ასტეროიდი უახლოვდება დედამიწას და მას 4 მარტს ჩაუვლის, იტყობინება Роскосмос თავის Telegram-არხზე.
„დედამიწას უახლოვდება დიდი ასტეროიდი 138971 (2001 CB21), კოსმოსური სხეულის დიამეტრი დაახლოებით 1,3 კმ-ია, ანუ ეიფელის კოშკზე 4-ჯერ მაღალია... ასტეროიდი პლანეტის სიახლოვეს 4 მარტს გამოჩნდება", - ნათქვამია შეტყობინებაში. „როსკოსმოსმა“ ასევე ასტეროიდის ფრენის ანიმაცია წარმოადგინა.
ანიმაცია გადაიღეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ალტაიზე არსებული ტელესკოპის წყალობით.
ციური სხეულის მაქსიმალური მოახლოება დედამიწასთან 4,8 მილიონ კილომეტრს შეადგენს, რაც შეჯახების შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს 10-ჯერ აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0