https://sputnik-georgia.com/20220212/ukrainasi-saqartvelos-moqalaqeebistvis-cxeli-xazi-amusavda-264377804.html
უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამუშავდა
უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამუშავდა
Sputnik საქართველო
საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
2022-02-12T16:13+0400
2022-02-12T16:13+0400
2022-02-12T16:15+0400
საქართველო
ახალი ამბები
უკრაინა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დაძაბულობის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით დიპლომატიური წარმომადგენლობების საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ იუწყება.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში და დონეცკში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68 и +380 (93) 761 17 17.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.მოსკოვში მსგავს ბრალდებებს უარყოფენ. რუსეთის მხარის განცხადებით, „რუსული აგრესიის“ შესახებ „საინფორმაციო ისტერია“ რუსეთის საზღვრებთან ნატოს შეიარაღების თავმოყრის საბაბს წარმოადგენს.ამ კვირაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინიდან დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ შესაძლო პროვოკაციების საფრთხის გამო უკრაინაში საელჩოების და საკონსულოების თანამშრომლების შტატის „ოპტიმიზაცია“ მოახდინა.წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა საქართველო მოქალაქეები ცხელი ხაზი
უკრაინა საქართველო მოქალაქეები ცხელი ხაზი
უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამუშავდა
16:13 12.02.2022 (განახლებულია: 16:15 12.02.2022) საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დაძაბულობის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით დიპლომატიური წარმომადგენლობების საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ იუწყება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში და დონეცკში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68 и +380 (93) 761 17 17.
„საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ, გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო... შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
მოსკოვში მსგავს ბრალდებებს უარყოფენ. რუსეთის მხარის განცხადებით, „რუსული აგრესიის“ შესახებ „საინფორმაციო ისტერია“ რუსეთის საზღვრებთან ნატოს შეიარაღების თავმოყრის საბაბს წარმოადგენს.
ამ კვირაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინიდან დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ შესაძლო პროვოკაციების საფრთხის გამო უკრაინაში საელჩოების და საკონსულოების თანამშრომლების შტატის „ოპტიმიზაცია“ მოახდინა.