სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ორი ქვეყნის საგადასახადო სტრუქტურების უფროსები შეხვდნენ

© Facebook / Rustam Badasyanრუსტამ ბადასიანი და ლევან კაკავა
რუსტამ ბადასიანი და ლევან კაკავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთის საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელების, რუსტამ ბადასიანისა და ლევან კაკავას შეხვედრა გაიმართა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საბაჟო პუნქტზე, იუწყება Sputnik-სომხეთი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.
სომხეთისა და საქართველოს საგადასახადო უწყებების ხელმძღვანელებმა „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორია დაათვალიერეს, საზღვრის კვეთის პროცედურების ორგანიზებას და მოქალაქეთა მომსახურების დონეს გაეცნენ. როგორც ბადასიანმა აღნიშნა, ქართულ დელეგაციასთან არაერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილეს.
წყარო - Sputnik-სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0