საშინელი ავარია იმერეთში: დაშავდა 18 ადამიანი

© photo: Sputnikავარია დასავლეთ საქართველოში
ავარია დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
ყველა დაშავებული ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრია
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ხაშური-სურამის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის რეისს ახორციელებდა, ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ხაშური-სურამის მონაკვეთზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0