https://sputnik-georgia.com/20220212/saqartvelosi-25-wlis-qali-moitaces-264383132.html
საქართველოში 25 წლის ქალი მოიტაცეს
საქართველოში 25 წლის ქალი მოიტაცეს
Sputnik საქართველო
გამტაცებლებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2022-02-12T19:50+0400
2022-02-12T19:50+0400
2022-02-12T19:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251151051_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_becf8e93f9c6ad7f3e85a5514558f277.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. პოლიციამ დაადგინა ქალაქ რუსთავში გატაცებული 25 წლის მედდის ადგილსამყოფელი, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“.სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა მედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში საქმროს სახლში მისმა ახლობელმა ქალმა მოტყუებით მიიყვანა. მას შემდეგ რაც 30 წლის საქმროს განზრახვის შესახებ შეიტყო, პატარძალმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჩაკეტილი აღმოჩნდა.როდესაც ახალგაზრდა ქალი სახლში არ დაბრუნდა, მისმა ნათესავებმა განგაში ატეხეს. ოჯახმა მიმართა პოლიციას, რომელმაც გოგონას ძებნა დაიწყო.კვალის დაფარვის მიზნით, საქმროს ნათესავებმა გოგონა სხვა სოფელში გადაიყვანეს. მაგრამ ქორწინებამდე საქმე მაინც არ მივიდა.რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე აღმოაჩინეს სახლი, სადაც გოგონას მალავდნენ და სამი ადამიანი დააკავეს - მათ შორის საქმრო და საქმროს და. კიდევ ორი ადამიანი მიმალვაშია.ოჯახის შექმნის მიზნით ადამიანის გატაცებისთვის მაქსიმალური სასჯელი 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251151051_291:0:1731:1080_1920x0_80_0_0_47edd26079e0a52301dea7c4ece98181.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო 25 წლის ქალი მოტაცება
საქართველო 25 წლის ქალი მოტაცება
საქართველოში 25 წლის ქალი მოიტაცეს
გამტაცებლებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. პოლიციამ დაადგინა ქალაქ რუსთავში გატაცებული 25 წლის მედდის ადგილსამყოფელი, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“.
სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა მედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში საქმროს სახლში მისმა ახლობელმა ქალმა მოტყუებით მიიყვანა. მას შემდეგ რაც 30 წლის საქმროს განზრახვის შესახებ შეიტყო, პატარძალმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჩაკეტილი აღმოჩნდა.
როდესაც ახალგაზრდა ქალი სახლში არ დაბრუნდა, მისმა ნათესავებმა განგაში ატეხეს. ოჯახმა მიმართა პოლიციას, რომელმაც გოგონას ძებნა დაიწყო.
კვალის დაფარვის მიზნით, საქმროს ნათესავებმა გოგონა სხვა სოფელში გადაიყვანეს. მაგრამ ქორწინებამდე საქმე მაინც არ მივიდა.
რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე აღმოაჩინეს სახლი, სადაც გოგონას მალავდნენ და სამი ადამიანი დააკავეს - მათ შორის საქმრო და საქმროს და. კიდევ ორი ადამიანი მიმალვაშია.
ოჯახის შექმნის მიზნით ადამიანის გატაცებისთვის მაქსიმალური სასჯელი 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.