https://sputnik-georgia.com/20220212/sacxeris-samto-momzadebis-skolasi-zamtris-kursi-dasrulda-video-264382559.html
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა - ვიდეო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
მთის პირობებში მოქმედებების სპეციფიკა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პოლონელმა და უკრაინელმა სამხედროებმა შეისწავლეს
2022-02-12T19:27+0400
2022-02-12T19:27+0400
2022-02-12T19:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/45/238914562_0:6:1106:628_1920x0_80_0_0_554b8a3d165062ada4326430366988ea.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის შუალედური კურსი დასრულდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა, გაიარა ოთხმა ქართველმა, სამმა პოლონელმა და ორმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ.კურსი ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს, შემდეგ კი სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს.მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს ეუფლებოდნენ. სამხედროები ასევე სწავლობდნენ დაშავებულის ძებნა-გადარჩენა-ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ.სამხედოებს თოვლში თავშესაფრის მოწყობა (ე.წ. იგლუ) და მასში ღამის გათენებაც მოუწიათ.კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში.ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცეს. ღონისძიებას პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 წელს დაარსდა. 2010 წელს ნატოს გადაწყვეტილებით ნატოს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership for Peace) სკოლას „ნატოს განათლებისა და მომზადების ცენტრის“ სტატუსი მიენიჭა. სწავლების კურსის შემუშავებით დაკავებულია საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი.წყარო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/45/238914562_131:0:976:634_1920x0_80_0_0_1a49934e5d5c7ded16357a9ea3f504a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საჩხერე სამთო მომზადება სკოლა ზამთარი კურსი დასრულება
საჩხერე სამთო მომზადება სკოლა ზამთარი კურსი დასრულება
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა - ვიდეო
19:27 12.02.2022 (განახლებულია: 19:28 12.02.2022) მთის პირობებში მოქმედებების სპეციფიკა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პოლონელმა და უკრაინელმა სამხედროებმა შეისწავლეს
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის შუალედური კურსი დასრულდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა, გაიარა ოთხმა ქართველმა, სამმა პოლონელმა და ორმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ.
კურსი ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს, შემდეგ კი სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს.
მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს ეუფლებოდნენ. სამხედროები ასევე სწავლობდნენ დაშავებულის ძებნა-გადარჩენა-ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ.
სამხედოებს თოვლში თავშესაფრის მოწყობა (ე.წ. იგლუ) და მასში ღამის გათენებაც მოუწიათ.
კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში.
ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცეს. ღონისძიებას პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 წელს დაარსდა. 2010 წელს ნატოს გადაწყვეტილებით ნატოს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership for Peace) სკოლას „ნატოს განათლებისა და მომზადების ცენტრის“ სტატუსი მიენიჭა. სწავლების კურსის შემუშავებით დაკავებულია საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი.