https://sputnik-georgia.com/20220212/rodis-dasruldeba-rustavis-sportkompleqsis-msenebloba-ministri-samusaoebs-gaecno-264381092.html
როდის დასრულდება რუსთავის სპორტკომპლექსის მშენებლობა: მინისტრი სამუშაოებს გაეცნო
როდის დასრულდება რუსთავის სპორტკომპლექსის მშენებლობა: მინისტრი სამუშაოებს გაეცნო
Sputnik საქართველო
სპორტკომპლექსში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეები, განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა.
2022-02-12T18:10+0400
2022-02-12T18:10+0400
2022-02-13T09:40+0400
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0c/264387410_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_cee70fac5f8824cc10da0a279741ffb3.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. რუსთავის სპორტკომპლექსის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სპორტული კომპლექსის მშენებლობის დათვალიერებისას.ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1.500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. ამასთან, სპორტული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინიფეხბურთი და სხვა.„შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.რუსთავის სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 19.3 მლნ ლარს შეადგენს.წყარო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0c/264387410_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_e2cdc4cd85b963f68de63a2ef766600d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი სპორტკომპლექსი მინისტრი სამუშაოები
რუსთავი სპორტკომპლექსი მინისტრი სამუშაოები
როდის დასრულდება რუსთავის სპორტკომპლექსის მშენებლობა: მინისტრი სამუშაოებს გაეცნო
18:10 12.02.2022 (განახლებულია: 09:40 13.02.2022) სპორტკომპლექსში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეები, განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. რუსთავის სპორტკომპლექსის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სპორტული კომპლექსის მშენებლობის დათვალიერებისას.
ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
„ყველა თაობის, მათ შორის, პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს ქვეყნის 4 ქალაქში დავიწყეთ სპორტული კომპლექსებისა და ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა, რომელთა დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება“, - განაცხადა ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1.500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. ამასთან, სპორტული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინიფეხბურთი და სხვა.
„შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსთავის სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 19.3 მლნ ლარს შეადგენს.