ქართველი მოციგურავეები პეკინის ოლიმპიადის ფინალში მოხვდნენ - ვიდეო

© AP Photo / David J. Phillipართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია
ართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ წარმატებით იასპარეზეს რითმულ ცეკვებში და 67.08 ქულა დააგროვეს
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებიც საცეკვაო წყვილების სახეობაში ასპარეზობენ, პეკინის ოლიმპიადის ფინალში გავიდნენ.
ქართულმა დუეტმა რითმულ ცეკვებში 67.08 ქულა მიიღო, შედეგად მათ შემაჯამებელ ოქმში მე-18 ადგილი დაიკავეს (ფინალში 20 უძლიერესი წყვილი გადის).
რითმულ ცეკვებში პირველ ადგილზე გავიდა დუეტი საფრანგეთიდან - გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი, რომლებმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარეს - 90.83 ქულა.
მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 14 თებერვალს წარადგენენ.
წყარო - პეკინის ოლიმპიადის ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0