https://sputnik-georgia.com/20220212/nodar-qumaritasvilis-xsovnis-dre-12-weli-qartveli-sportsmenis-tragikuli-darupvidan-264376883.html
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის დღე - 12 წელი ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვიდან
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის დღე - 12 წელი ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვიდან
Sputnik საქართველო
ქართველი მოციგავე ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა
2022-02-12T16:00+0400
2022-02-12T16:00+0400
2022-02-12T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0c/264372947_0:223:3000:1911_1920x0_80_0_0_00ddaeaf3b88956e8f609201943cfea4.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ზუსტად 12 წლის წინ ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.ნოდარ ქუმარიტაშვილი ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ქუმარიტაშვილმა 144,3 კმ/სთ სიჩქარით დაშვებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.21 წლის ქართველმა მოციგავემ ვერ მოასწრო თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება - ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.ქართველი მოციგავე ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საგამოძიებო სამსახურის დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა. XXI ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენები შავი სამგლოვიარო ყელსახვევებით გამოვიდნენ, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა და სპორტსმენებმა კი ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.ნოდარი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს, აქ მისი სახელობის მემორიალი და მუზეუმი გაიხსნა. ქუჩა, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.წელს კი პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენს საბა ქუმარიტაშვილი, ნოდარის ბიძაშვილის შვილი. იმ ავბედით დღეს, 2010 წლის 12 თებერვალს, საბა 9 წლის იყო. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ მოციგავე გახდებოდა.მან აიხდინა ოცნება და 12 წლის შემდეგ პეკინის ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა ტრაგიკულად გაღუპულ ბიძას მიუძღვნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0c/264372947_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_bcbb3517c1bf16b3754aa67c06aa1ee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაცვალება 12 წლისთავი
ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაცვალება 12 წლისთავი
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის დღე - 12 წელი ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვიდან
ქართველი მოციგავე ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ზუსტად 12 წლის წინ ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ქუმარიტაშვილმა 144,3 კმ/სთ სიჩქარით დაშვებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
21 წლის ქართველმა მოციგავემ ვერ მოასწრო თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება - ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
ქართველი მოციგავე ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საგამოძიებო სამსახურის დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა. XXI ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენები შავი სამგლოვიარო ყელსახვევებით გამოვიდნენ, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა და სპორტსმენებმა კი ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ნოდარი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს, აქ მისი სახელობის მემორიალი და მუზეუმი გაიხსნა. ქუჩა, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.
წელს კი პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენს საბა ქუმარიტაშვილი, ნოდარის ბიძაშვილის შვილი. იმ ავბედით დღეს, 2010 წლის 12 თებერვალს, საბა 9 წლის იყო. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ მოციგავე გახდებოდა.
მან აიხდინა ოცნება და 12 წლის შემდეგ პეკინის ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა ტრაგიკულად გაღუპულ ბიძას მიუძღვნა.