მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვმა დასავლეთის ქვეყნები მოსკოვისთვის საკვანძო დებულებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა

© photo : Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. დასავლეთის რეაქცია უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტების პროექტზე უგულებელყოფს მოსკოვისთვის საკვანძო დებულებებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში.
„როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია ჩვენს მიერ წარდგენილ რუსეთ-ამერიკული ხელშეკრულებისა და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტებზე უგულებელყოფს ჩვენთვის საკვანძო დებულებებს, უპირველეს ყოვლისა, ესაა ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრებთან ახლოს შემტევი შეიარაღების განთავსებაზე უარი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
„ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ეს საკითხები ცენტრალურ ადგილს დაიკავებს შეერთებული შტატებისა და ნატოსგან მიღებული დოკუმენტების ჩვენს შეფასებაში, რომელიც კოლეგებს ეცნობება“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0