https://sputnik-georgia.com/20220212/gairviza-evropis-yvelaze-maralma-vulkanma-stambewdavi-video-264374358.html
გაიღვიძა ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა - შთამბეჭდავი ვიდეო
გაიღვიძა ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა - შთამბეჭდავი ვიდეო
Sputnik საქართველო
ეტნას მიერ ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრ სიმაღლეზე აიტყორცნა.
2022-02-12T13:15+0400
2022-02-12T13:15+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
იტალია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1b/251020422_0:92:3315:1957_1920x0_80_0_0_ff2779ea338dcbcd1bf75b0a0b7fa9c7.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სიცილიაზე ეტნამ გაიღვიძა - ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანის მოფრქვევას იტალიელები პარასკევს საღამოს და ღამით აკვირდებოდნენ.იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მონაცემებით, ამოფრქვევა მოხდა 2900 მეტრის სიმაღლეზე, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერში. კვამლისა და ფერფლის სვეტების სიმაღლე რვა კილომეტრს აღწევდა.კრატერიდან წარმოიქმნა პიროკლასტური მასალის სამი ნაკადი. პირველმა ორმა ვალე-დელ-ბოვეს ქვაბულის მიმართულებით რამდენიმე ასეულ მეტრში ჩაიარა, ხოლო მესამე ნაკადმა სამხრეთით, ასევე რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა.ეტნა მხოლოდ დილის პირველ საათზე დამშვიდდა.ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამოფრქვევის კულმინაცია: „პიროკლასტური მასალის უხვი ამოფრქვევის გამო რამდენიმე ნაკადის ფორმირება ჩანს“.ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 2017 წლის მარტში სიცილიაზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევისას ათი ადამიანი დაშავდა. ეტნას ამოფრქვევები ვულკანის მიდამოებში საჰაერო სივრცის დახურვის აუცილებლობას იწვევს.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1b/251020422_292:0:3023:2048_1920x0_80_0_0_6902acb4e9907c729f231d32850426e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა ვულკანი ვიდეო
გაიღვიძა ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა - შთამბეჭდავი ვიდეო
13:15 12.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ეტნას მიერ ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრ სიმაღლეზე აიტყორცნა.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სიცილიაზე ეტნამ გაიღვიძა - ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანის მოფრქვევას იტალიელები პარასკევს საღამოს და ღამით აკვირდებოდნენ.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მონაცემებით, ამოფრქვევა მოხდა 2900 მეტრის სიმაღლეზე, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერში. კვამლისა და ფერფლის სვეტების სიმაღლე რვა კილომეტრს აღწევდა.
კრატერიდან წარმოიქმნა პიროკლასტური მასალის სამი ნაკადი. პირველმა ორმა ვალე-დელ-ბოვეს ქვაბულის მიმართულებით რამდენიმე ასეულ მეტრში ჩაიარა, ხოლო მესამე ნაკადმა სამხრეთით, ასევე რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა.
ეტნა მხოლოდ დილის პირველ საათზე დამშვიდდა.
ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამოფრქვევის კულმინაცია: „პიროკლასტური მასალის უხვი ამოფრქვევის გამო რამდენიმე ნაკადის ფორმირება ჩანს“.
ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 2017 წლის მარტში სიცილიაზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევისას ათი ადამიანი დაშავდა. ეტნას ამოფრქვევები ვულკანის მიდამოებში საჰაერო სივრცის დახურვის აუცილებლობას იწვევს.