https://sputnik-georgia.com/20220212/evropis-cempionati-ragbisi-saqartvelom-niderlandebi-gaanadgura-264383348.html
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველომ ნიდერლანდები გაანადგურა
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველომ ნიდერლანდები გაანადგურა
Sputnik საქართველო
ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით მეორე ადგილზეა
2022-02-12T20:11+0400
2022-02-12T20:11+0400
2022-02-12T20:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/14/262251241_0:343:979:894_1920x0_80_0_0_87c87faea6ea8b64afaba626178325a7.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 72:10 დაამარცხა.ანგარიშიდან გამომდინარე ისედაც გასაგებია, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდები ინიციატივას შეხვედრის პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ. პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ბურთი მეტოქის ჩათვლით ზონაში ხუთჯერ დაამიწეს და ორი წარმატებული გარდასახვაც შეასრულეს. განსაკუთრებით გამოირჩევა ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი წარმატებული ლელო დაამიწა.პირველ ნახევარში მასპინძელმა ერთადერთი რამ - წარმატებული საჯარიმო შეასრულეს. შესვენებაზე მეტოქეები გავიდნენ ანგარიშით 29:3 „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ.მეორე ტაიმის სცენარი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მაგრამ ამჯერად სტუმრებმა შვიდი ლელო და ოთხი გარდასახვა შეასრულეს, ხოლო ნიდერლანდების გუნდმა ერთი ლელოთი და ერთი გარდასახვით უპასუხა.შეხვედრის გმირები გახდნენ ოთარ გიორგაძე, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ასევე ვასილ ლობჟანიძე, რომლის ანგარიშზეა დუბლი.ნიდერლანდებთან გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ხუთი ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ერთი კვირის წინ „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიას სენსაციურად დაუზავდა - 25:25.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მომდევნო მატჩს 27 თებერვალს თბილისში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.წყარო - საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/14/262251241_90:314:905:926_1920x0_80_0_0_3d62484ccb22540e4dc8bf45927502c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაგბი საქართველო ნიდერლანდები განადგურება
რაგბი საქართველო ნიდერლანდები განადგურება
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველომ ნიდერლანდები გაანადგურა
20:11 12.02.2022 (განახლებულია: 20:32 12.02.2022) ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით მეორე ადგილზეა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 72:10 დაამარცხა.
ანგარიშიდან გამომდინარე ისედაც გასაგებია, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდები ინიციატივას შეხვედრის პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ. პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ბურთი მეტოქის ჩათვლით ზონაში ხუთჯერ დაამიწეს და ორი წარმატებული გარდასახვაც შეასრულეს. განსაკუთრებით გამოირჩევა ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი წარმატებული ლელო დაამიწა.
პირველ ნახევარში მასპინძელმა ერთადერთი რამ - წარმატებული საჯარიმო შეასრულეს. შესვენებაზე მეტოქეები გავიდნენ ანგარიშით 29:3 „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის სცენარი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მაგრამ ამჯერად სტუმრებმა შვიდი ლელო და ოთხი გარდასახვა შეასრულეს, ხოლო ნიდერლანდების გუნდმა ერთი ლელოთი და ერთი გარდასახვით უპასუხა.
შეხვედრის გმირები გახდნენ ოთარ გიორგაძე, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ასევე ვასილ ლობჟანიძე, რომლის ანგარიშზეა დუბლი.
ნიდერლანდებთან გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ხუთი ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ერთი კვირის წინ „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიას სენსაციურად დაუზავდა - 25:25.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მომდევნო მატჩს 27 თებერვალს თბილისში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.