https://sputnik-georgia.com/20220212/daasrulebs-tu-ara-omikron-stami-pandemias-cxaizis-ganmarteba-264375398.html
დაასრულებს თუ არა „ომიკრონ“ შტამი პანდემიას: ივანე ჩხაიძის განმარტება
დაასრულებს თუ არა „ომიკრონ“ შტამი პანდემიას: ივანე ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი მუტაციების გამოჩენას არ გამორიცხავენ
2022-02-12T14:30+0400
2022-02-12T14:30+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263363338_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ddbd84d74594abca21a22ee307de7cf5.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები არ ფიქრობენ, რომ მარტი-აპრილი კორონავირუსის პანდემიის დასასრული იქნება.ჩხაიძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ოპტიმისტური დასკვნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.მედიკოსის განმარტებით, ე.წ „დელტა“ შტამი არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში.„ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში „დელტა“, მათი რისკი „ომიკრონით“ ინფიცირებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძეც ანალოგიურ ვარაუდს გამოთქვამს და კორონავირუსის ახალი მუტაციების გამოჩენას არ გამორიცხავს.საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.438.353-ს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263363338_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_71c2ee139313d1d24d8c29e01ec3fa52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ომიკრონი“ პანდემია დასრულება ჩხაიძიე განმარტება
„ომიკრონი“ პანდემია დასრულება ჩხაიძიე განმარტება
დაასრულებს თუ არა „ომიკრონ“ შტამი პანდემიას: ივანე ჩხაიძის განმარტება
14:30 12.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი მუტაციების გამოჩენას არ გამორიცხავენ
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები არ ფიქრობენ, რომ მარტი-აპრილი კორონავირუსის პანდემიის დასასრული იქნება.
ჩხაიძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ოპტიმისტური დასკვნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება „ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მედიკოსის განმარტებით, ე.წ „დელტა“ შტამი არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში.
„ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში „დელტა“, მათი რისკი „ომიკრონით“ ინფიცირებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძეც ანალოგიურ ვარაუდს გამოთქვამს და კორონავირუსის ახალი მუტაციების გამოჩენას არ გამორიცხავს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში, რადგან არ ვართ არაფრისგან დაცულები. თითოეული ვირუსი შეიცავს 30-დან 50-მდე, ან მეტ მუტაციას. ამიტომ იმის გარანტია, რომ ეს დასრულდება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. ვერავინ იტყვის, რომ კორონავირუსი ისე დასრულდება, მომავალში რაღაც ახალს არ მოგვცემს“, - განაცხადა ტაბიძემ.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.438.353-ს მიაღწია.