Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

9.535 შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.438.353 მიაღწია.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 20.326 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 9.535 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 3.269, აჭარა – 1.488, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.337, ქვემო ქართლი – 1.145, კახეთი – 1.127, შიდა ქართლი -1.079, გურია - 572, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48.468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.226.619-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 57 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.516-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 196.192 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.100 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.758 ადამიანი, მათ შორის 1.073 - თბილისში, 445 - აჭარაში.
188.334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 41 ადამიანი, ყველა თბილისში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.438.353 მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0