https://sputnik-georgia.com/20220211/tbilissi-goga-jafarizis-gamofena-ixsneba-264356570.html
ახალი თბილისის ხედვა – უჩვეულო გამოფენა დედაქალაქში
ახალი თბილისის ხედვა – უჩვეულო გამოფენა დედაქალაქში
Sputnik საქართველო
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ უმეტესად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, ასევე ინსტალაცია თემაზე „ახალი თბილისი“.
2022-02-11T17:34+0400
2022-02-11T17:34+0400
2022-02-11T21:20+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264354202_0:99:720:504_1920x0_80_0_0_6d7fdd8ef4cb77f468a9191a4bfeec8c.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში („ქარვასლა“) 11 თებერვალს იხსნება მხატვარ გოგა ჯაფარიძის გამოფენა „ბეტონისა და გოგირდის ქალაქი“.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 2019–2020 წლებში, ანუ უმეტესად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, ასევე ინსტალაცია თემაზე „ახალი თბილისი“.ამ რთული პერიოდის განწყობა ავტორმა დაახასიათა, როგორც „სოციალური შიშის, მდუმარებისა და განმარტოების“ მდგომარეობა.„როგორც თავად ავტორი ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ბეტონის ბლოკების უსახურ არქიტექტურაში აღმოაჩენდა ესთეტიკას. ამ ციკლში მისი მხატვრული კვლევის მიზანია ე.წ. ახალი თბილისის წარმოჩენა, რომელიც საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და რომელსაც მხატვარი კარგად იცნობს“, – აღნიშნულია ღონისძიების ანონსში.ჯაფარიძის ამ სერიაში ორი აქცენტი კეთდება. „ფაქტობრივად ყოველ სურათში გვხვდება რომელიმე კონკრეტული მისამართი თბილისის ახალი უბნებიდან და ყოველ კონკრეტულ მისამართთან მხატვრის ბიოგრაფიის რომელიმე ემოციური მონაკვეთია დაკავშირებული“, – აღნიშნავენ მუზეუმში.გამოფენა 2022 წლის 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმ „ქარვასლის“ მისამართია თბილისი, სიონის ქუჩა 8.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264354202_0:17:720:557_1920x0_80_0_0_70528b8b993de7dc944d0c08d7c10397.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯაფარიძე გამოფენა თბილისი ქარვასლა პანდემია
ჯაფარიძე გამოფენა თბილისი ქარვასლა პანდემია
ახალი თბილისის ხედვა – უჩვეულო გამოფენა დედაქალაქში
17:34 11.02.2022 (განახლებულია: 21:20 11.02.2022) ურბანისტული მეტამორფოზები და ქალაქის სიყვარული – „ქარვასლა“ საინტერესო გამოფენას აწყობს.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში („ქარვასლა“) 11 თებერვალს იხსნება მხატვარ გოგა ჯაფარიძის გამოფენა „ბეტონისა და გოგირდის ქალაქი“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 2019–2020 წლებში, ანუ უმეტესად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, ასევე ინსტალაცია თემაზე „ახალი თბილისი“.
ამ რთული პერიოდის განწყობა ავტორმა დაახასიათა, როგორც „სოციალური შიშის, მდუმარებისა და განმარტოების“ მდგომარეობა.
„როგორც თავად ავტორი ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ბეტონის ბლოკების უსახურ არქიტექტურაში აღმოაჩენდა ესთეტიკას. ამ ციკლში მისი მხატვრული კვლევის მიზანია ე.წ. ახალი თბილისის წარმოჩენა, რომელიც საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და რომელსაც მხატვარი კარგად იცნობს“, – აღნიშნულია ღონისძიების ანონსში.
ჯაფარიძის ამ სერიაში ორი აქცენტი კეთდება. „ფაქტობრივად ყოველ სურათში გვხვდება რომელიმე კონკრეტული მისამართი თბილისის ახალი უბნებიდან და ყოველ კონკრეტულ მისამართთან მხატვრის ბიოგრაფიის რომელიმე ემოციური მონაკვეთია დაკავშირებული“, –
აღნიშნავენ მუზეუმში.
გამოფენა 2022 წლის 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმ „ქარვასლის“ მისამართია თბილისი, სიონის ქუჩა 8.