რამდენი ობიექტი აშენდა გასულ წელს საქართველოში – ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerკორპუსის მშენებლობა
კორპუსის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
2021 წელს აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. 2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 1.759,8 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 2.347 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 10%-ით, ხოლო ფართობის – 3,9%-ით გაიზარდა.
გასულ წელს ობიექტების ნახევარზე მეტი აშენდა თბილისში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
რეგიონების ტოპ-ხუთეული – ობიექტების ჩაბარება

რეგიონი

ობიექტების რაოდენობა

წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, %

თბილისი

692

29,5

კახეთი

289

12,3

მცხეთა-მთიანეთი

275

11,7

ქვემო ქართლი

223

9,5

იმერეთი

197

8,4

ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2021 წელს 7,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 10,1 ათასი ნებართვა გასცეს.
გაცემული ნებართვების რაოდენობა, 2020 წელთნ შედარებით, 5,6%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი – 42,8%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74,4% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
რეგიონების ტოპ-ხუთეული – ნებართვების გაცემა

რეგიონი

ნებართვების რაოდენობა

წილი ნებართვების საერთო რაოდენობაში, %

თბილისი

4.926

48,8

მცხეთა-მთიანეთი

929

9,2

ქვემო ქართლი

858

8,5

იმერეთი

798

7,9

აჭარა

626

6,2

კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობის ნებართვები გასცეს – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0