როდის წაუკიდებს აშშ ცეცხლს დონბასს

© AFP 2024 / SERGEY BOBOKუკრაინული ტანკები
უკრაინული ტანკები - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
თეთრი სახლი უკრაინაში რუსეთის „შეჭრის" თარიღის გადადებას განაგრძობს. ახლა დათბობის ბრალია — ველოდებით, გზები როდის მოიყინება. ზუსტად იგივე სცენარი დააანონსეს ოქტომბერშიც. მერე კიდევ ერთხელ დეკემბერში. გზები იყინებოდა და ლხვებოდა, თოვდა და მერე იღებდა, მაგრამ რუსული ტანკები ადგილიდან არ იძროდნენ.
მაგრამ მოდით, სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედოთ. როდისაა ამერიკელებისთვის უკრაინელების მარიონეტული ჯარების დონბასზე მისევა ხელსაყრელი? რატომ არ გააკეთეს ეს აქამდე, რა უშლის ხელს მათ? მოკლედ, როდის შეიძლება ამერიკამ პროვოკაცია მოაწყოს და რეალურად შეიჭრას რუსულ მიწებზე?
დაახლოებით სექტემბრიდან მოყოლებული, უკრაინაში რუსეთის „შეჭრის“ შესახებ მედია-ხმაურის პარალელურად, შეერთებულ შტატებში მგზნებარე დებატები მიმდინარეობს Fed-ის დისკონტირების განაკვეთის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. ამ მაჩვენებლის შესახებ უმცირეს ინფორმაციასაც კი მსოფლიო ინდექსების ჩამოშლა შეუძლია, ამიტომ ცხელი დისკუსია წყნარად მიმდინარეობს, მხოლოდ ხანდახან ისმის ხალიჩის ქვემოდან მოგუდული კვნესა. მსოფლიო საზოგადოებას ეს არ ესმის, რადგან ყურებში გამუდმებით სჩრიან სიცრუეს უკრაინისა და რუსეთის შესახებ.
ერთის მხრივ, უკვე ზაფხულში გაირკვა, რომ დადგა Fed-ის განაკვეთის გაზრდის დრო. აშშ-ის ეკონომიკა იხრჩობა პანდემიის დროს დაბეჭდილი ტრილიონებით, ინფლაცია ორმოცწლიან მაქსიმუმს აღწევს. „ყველა დროის უდიდესი სპეკულაციური ბუშტი ყველა ადგილას" — ასე ახასიათებდა აშშ-ს საფონდო ბირჟაზე არსებულ ვითარებას ჯერ კიდევ ივნისში ბრწყინვალე ინვესტორი მაიკლ ბერი, რომელმაც 2007 წლის ფინანსური კრახი იწინასწარმეტყველა.
როგორც წესი, Fed-ის „მტვერსასრუტი“ სწორედ ასეთ ვითარებაში ირთვება ხოლმე. ის ასუფთავებს ფულის „ნამეტს", ფუშავს ბუშტებს, მოკლედ, რაღაცნაირად აბალანსებს აშშ-ის ეკონომიკას.
მეორე მხრივ, განაკვეთი ასეთ ექსტრემალურ პირობებში არავის არასდროს აუწევია. საფონდო ბირჟის წინა კრახიდან ორი წელიც არ იყო გასული, როდესაც დოუ ჯონსის ინდექსი ისევე ეპიკურად დაეცა, როგორც დაუვიწყარ 1987 წელს. ამერიკული ბაზრები ნერვიულად რეაგირებენ ფედერალური ბანკის განაკვეთების ზრდის დაპირებებზეც კი. ცუკერბერგის Meta (ყოფილი Facebook) ერთი კვირის წინ ერთბაშად 25 პროცენტით დაეცა და ჯერაც არ აღდგენილა. რაც შეეხება სხვა „მაღალტექნოლოგიურ“ კომპანიებს, ყველაფერი ასევე ძალიან გაურკვეველია.
მოკლედ, განაკვეთის აწევის მთავარი საშიშროება ისაა, რომ აქციები ჩამოიშლება და „უდიდესი სპეკულაციური ბუშტები“ მართულად კი არ ჩაიფუშება, არამედ უბრალოდ დასკდება. ლეგენდარული ბანკის, Goldman Sachs-ის ხელმძღვანელობის აზრით კი ფედრეზერვი განაკვეთს ამ წელს ხუთჯერ მაინც გაზრდის.
ინფორმაცია ფიქრისთვს: 2005-2006 წლებში ფედრეზერვის ხელმძღვანელმა ბენ ბერნანკემ ინფლაციასთან ბრძოლისას განაკვეთი ჩვიდმეტჯერ გაზარდა. შესაბამისად იზრდებოდა იპოთეკის გადასახადები. რაღაც მომენტში ამერიკელებმა გადახდა ვეღარ შეძლეს და იპოთეკური ბუშტი ასკდა. დაიწყო 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი, რომელსაც აშშ-ში ღიად ადარებენ დიდ დეპრესიას.
ამერიკელები ღატაკდებოდნენ, ლოთდებოდნენ, თავებს იხოცვდნენ. აი Goldman Sachs-მა კი მაშინ ფედრეზერვიდან უზარმაზარი ფული მიიღო. აქ გარდაუვლად ბადება კითხვა: სად იწყება ფედრეზერვი და დად მთავრება Goldman Sachs-ი?
ამასთან დაკავშირებით ჩნდება „მეორე რთული“ შეკითხვაც: როგორ ირეაგირებენ დღეს ამერიკელები საბირჟო ტურბულენტობაზე?
2020 წლის გაზაფხულზე ისინი მასობრივად იზენდნენ აქციებს, აქ კი მათი დანაზოგი ერთ წამში გაქრება. ასეთ რამეს ვერც საპენსიო ფონდები გაუძლებენ.
გიგანტური ბუშტი გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარზეც. ქვეყანასი უამრავი „ზომბი-ფირმა“ არსებობს, რომლებიც არსებობას მხოლოდ გამუდმებული გადაკრედიტირებით ინარჩუნებენ. თუ ისინი მომდევნო კრედიტის აღებას ვერ შეძლებენ, ქვეყანაში გაკოტრებების სერიები დაიწყება. და რა? შეეგუება კი ქვეყნის მოსახლეობა ბანკების სასარგებლოდ მორიგ ძარცვას, თუ კაპიტოლიუმზე უკვე სერიოზულად მიიტანს შეტევას?
როგორც ჩანს, ამ კითხვებზე ამერიკულ ელიტას პასუხი არ აქვს. ამიტომაც გრძელდება მთელი ეს „ბოდიაგა“ განაკვეთებზე თვეების განმავლობაში. მისი გაზრდის შესახებ ანონსები ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო. შემდეგ ეს იდეა მუდმივად ვადდებოდა. სავარაუდოდ, საჭირო იყო, რომ მავანს მოსამზადებელი დრო მისცემოდა. იგივე მაიკლ ბიურიმ უკვე მოასწრო და პრაქტიკულად მთელი თავისი პორტფელი გაყიდა. პირველ რიგში Tesla-ს, Alphabet-ისა (Google) და Facebook-ის (რომელიც იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ იყო Meta) აქციები მოიშორა თავიდან. ბიურის პორტფელიდან დაახლოებით ორი პროცენტიღა დარჩა, რომელიც თავდაცვასა და წამლების წარმოებაშია აქვს დღეს ჩადებული. ანუ გასაგებია, რაში ხედავს ის პერსპექტივას: ომში და მედიცინაში.
რა კავშირშია ეს ყველაფერი დონბასთან? ზუსტად ისეთივეში, როგორშიც წინა საბირჟო კრახი იყო კორონავირუსის პანდემიასთან. 2020 წლის 9 მარტს, შავ ორშაბათს, ამერიკელმა ოლიგარქებმა ბაზრები ჩამოშალეს. ჩრდილოამერიკული და ევროპული აქციები წრაფად ეცემოდა. ბიზნესები კოტრებოდნენ, ადამიანები ღატაკდებოდნენ, იწყებოდა მასობრივი უმუშევრობა. ეს ერთი მუშა ბანკირების შეთანხმებული თამაშის შედეგი იყო — ისევე, როგორც 2007-2008 წლებში და ყველა ფინანსური კრიზიდების დროს. მაგრამ კრახიდან მოგების მიმღებებმა, მათ შორის ბანკების პატრონებმა და IT-კორპორაციებმა, მომხდარი კორონავირუსის პანდემიით ახსნეს.
პრობლემა ის არის, რომ პანდემია მაშინ ჯერ კიდევ არ იყო წესიერად დაწყებული. დიახ, ხალხი ავად იყო — და სერიოზულად ავადაც, მაგრამ ლოკდაუნები არ ყოფილა, საზღვრები მხოლოდ ჩინეთმა ჩაკეტა. 12 მარტს კი შავი ხუთშაბათი იყო და ყველაფერი, რაც მანამდე გადარჩა, ერთბაშად ჩამოიშალა. და ზუსტად მეორე დღეს Amazon-ის მფლობელმა და კრახზე ერთ-ერთმა მთავარმა ხელმოთბობილმა ჯეფ ბეზოსმა ტრამპს თავისი გაზეთის, The Washington Post-ის საშუალებით მიმართა: „მისტერ პრეზიდენტო, ჩაგვკეტეთ სახლებში!“
აბა, პირდაპირ ხომ არ ეტყოდა აშშ-ის მოსახლეობას: ბიჭებო, ცოტა ჯიბეებში ჩაგიძვერით, თქვენ არასდროს გექნებათ პენსიები და საკუთარი სახლები, ვერ ასწავლით შვილებს უნივერსიტეტებში, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ისხედით წყნარად ჩაკეტილში და არ იავადმყოფოთო? საუკუნის აფერა კორონავირუსს მიეწერა. მილიონობით ადამიანისავადმყოფობა და ტანჯვა მოხატულ შირმად იქცა, რომლის მიღმაც ტრილიონები ტრიალებდა.
16 მარტს ფედრეზერვის მორიგი სხდომა გაიმართება. შესაძლოა, სწორდ მასზე აიწიოს გნაკვეთი. და თუ ამას ბაზრების ჩამშლა მოჰყვება, იგივე ბეზოსები და გეითსები, Goldman Sachs-ელ და JPMorgan Chase-ელ ბატონებთან ტანდემში, მთელ მსოფლიოს აუხსნიან, რომ კრახი უკრაინაში რუსეთის „შეჭრას“ მოჰყვა.
უნდა ითქვას, რომ მედიური საარტილერიო მომზადება ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. „რუსეთის შეჭრა ბაზრებს საშინელ დღეში ჩაყრის“ — ასეთი ანკესი ისროლა ცოტა ხნის წინ CNN-მა. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში შოკი იქნება ფინანსური ბაზრებისთვის“, — განავითარა თემა CNBC-მ.
ამ ფონზე უკრაინელების მასშტაბური პროვოკაცია დონბასის ტერიტორიაზე ლოგიკური იქნებოდა სადღაც მარტის დასაწყისში. მათ ხომ იქ ყველაფერი უკვე დიდი ხანია, მომზადებული აქვთ.
ამ დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა გაკონტროლდნენ ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების ხელები. მათთვის უაღრესად მომგებიანი იქნებოდა დონბასში სისხლიანი პროვოკაციის მოწყობა, შემდეგ კი რუსეთის მიერ ხალხის გადარჩენის ნებისმიერი მცდელობის „შეჭრად“ მონათვლა. ასე ბაზრის ჩამოშლაც შეიძლება და ამაზე ხელების მოთბობაც. მხოლოდ ბიზნესი, არაფერი პირადი.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიებზე მართლაც გაიზარდნენ ადამიანები, რომლებიც დაარწმუნეს, რომ „მოსკალებთან“ ომი სწორიც იყო და კარგიც. დღეს ისინი ხის კალაშნიკოვებით ვარჯიშობენ რუსებისთვის სროლაში. თანაც ბრძანებებს წმინდა რუსულ ენაზე იღებენ — შეგიძლიათ დატკბეთ CNN-ის რეპორტაჟით. საშინელება, აბსურდი. კაფკა ისვენებს.
ეს ადამიანები უარს ამბობენ, გაიგონ აშკარა: ვაშინგტონზე მიყიდვის სანაცვლოდ ვერაფერი მიიღეს. ფული როგორც არ იყო, ისეც არ არის — მათ ნაცვლად „ჯაველინები“ მოაქვთ. „სოციალკა“ და მედიცინა ამერიკელი კურატორების მკაცრი კონტროლის ქვეშ დაინგრა. საზღვარგარეთიდან შემოსული ყველა გროში მათი მმართველი თაღლითების ჯიბეებში დაილექა. გახსოვთ, როგორ მოაწყო წვეულება არსენი იაცენიუკმა თავისი პირველი მილიარდის აღსანიშნავად? აბა, რა, ბიჭმა წარმატებას მიაღწია. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გაიქცა — ან შეერთებულ შტატებში, ან ვანუატუს კუნძულზე. საინტერესოა, აქვს თუ არა ზელენსკის ვანუატუს პასპორტი?
ადრე უკრაინელები ამ კოლონიალურ „ელიტას“ უბრალოდ აძლევდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ. მაგრამ ახლა აღარაფერი აქვთ. ამიტომ ახლა ცდილობენ აიძულონ, რომ სიცოცხლე დათმონ. ისინი იმისთვის დაიქირავეს, რომ ამერიკელმა ბანკირებმა თავიანთი ეშმაკური გეშეფტების დატრიალება შეძლონ, ხოლო მათმა მენეჯერებმა ადგილებზე საკომისიოები მიიღონ.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0