https://sputnik-georgia.com/20220211/minicipalurma-imspeqciam-ukanono-mseneblobis-faqtebi-gamoavlina-264361347.html
მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა
მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარში ორხევის დასახლებაში ათზე მეტი უკანონო შენობა-ნაგებობა დაანგრიეს. 11.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-11T19:44+0400
2022-02-11T19:44+0400
2022-02-11T22:24+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264361310_124:0:1763:922_1920x0_80_0_0_761ae76e2252bd591c83b3302538250c.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ არის განთავსებული.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა და უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვა.თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა.საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.https://tbilisi.gov.ge/news/12584
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264361310_0:0:1229:922_1920x0_80_0_0_9afa6dc623c079ea1e73a7bd60e8f7e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები
მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა
19:44 11.02.2022 (განახლებულია: 22:24 11.02.2022) მიმდინარე წლის იანვარში ორხევის დასახლებაში ათზე მეტი უკანონო შენობა-ნაგებობა დაანგრიეს.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ არის განთავსებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა და უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.