https://sputnik-georgia.com/20220211/gansxvavdeba-tu-ara-ertmanetisgan-koviduri-da-arakoviduri-surdo-264355627.html
განსხვავდება თუ არა კოვიდური და არაკოვიდური სურდო ერთმანეთისგან: ექიმის განმარტება
განსხვავდება თუ არა კოვიდური და არაკოვიდური სურდო ერთმანეთისგან: ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
„ომიკრონი“ უფრო ლოიალურია ადამიანის მიმართ და ყნოსვით ეპითელიუმზე „ხისტ გავლენას“ არ ახდენს
2022-02-11T18:37+0400
2022-02-11T18:37+0400
2022-02-11T21:39+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24258/91/242589134_0:6:2609:1474_1920x0_80_0_0_290e661cc5f8cc93a093c97b5d184646.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი — ეს სურდოა, თუმცა იგივე სიმპტომი ახასიათებს მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასაც, აცხადებს ოტოლარინგოლოგი ივან ლესკოვი რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.მისი თქმით, ადამიანი სურდოს თავისებურებების მიხედვით ვერ განსაზღვრავს, COVID-19-თან აქვს საქმე თუ სეზონურ გაციებასთან, ვინაიდან „კოვიდური სურდო არაფრით განსხვავდება არაკოვიდურისგან“.მისი თქმით, „ომიკრონი“ ძალიან განსხვავდება „დელტასა“ თუ „უჰანის“ შტამისგან, რომელთა ამოცნობაც ყნოსვისა და გემოს დაკარგვით შეიძლებოდა. „ომიკრონის“ შემთხვევაში კი ეს არ ხდება, ვინაიდან ეს ვირუსი „უფრო ლოიალურია ადამიანის მიმართ“ და ყნოსვით ეპითელიუმზე „ხისტ გავლენას“ არ ახდენს.იმ შემთხვევაში, თუ სურდო დაგეწყოთ, ოტოლარინგოლოგი გირჩევთ, თავი დაიზღვიოთ და მიმართოთ ექიმს, ვინაიდან თუ ცხვირიდან გამონადენი „ომიკრონის“ სიმპტომია, პაციენტი საშიშია ირგვლივ მყოფებისთვის.ამასთან ლესკოვი გირჩევთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ სურდო გაციების გამოვლინებაა და არა კორონავირუსისა, PCR–ტესტით გადამოწმება მაინც საჭიროა, რათა შემდგომი გართულებები თუ უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ.წყარო: რადიო Sputnik
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24258/91/242589134_0:0:2609:1957_1920x0_80_0_0_6051073f86785922ccdbe01d7f691c1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი კოვიდი სურდო გაციება covid-19
ომიკრონი კოვიდი სურდო გაციება covid-19
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი — ეს სურდოა, თუმცა იგივე სიმპტომი ახასიათებს მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასაც, აცხადებს ოტოლარინგოლოგი ივან ლესკოვი რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ადამიანი სურდოს თავისებურებების მიხედვით ვერ განსაზღვრავს, COVID-19-თან აქვს საქმე თუ სეზონურ გაციებასთან, ვინაიდან „კოვიდური სურდო არაფრით განსხვავდება არაკოვიდურისგან“.
„ეს არის ცხვირის გაჭედვა, ყელში უსიამოვნო შეგრძნება, შემდეგ კი გამონადენი ცხვრიდან. იწყება წყლისებური გამონადენით, რომელიც შემდეგ ლორწოვანი ხდება. შესაძლოა ჩირქოვანშიც კი გადავიდეს. ეს ყველაფერი შესაძლოა COVID-19-ის გამოვლინებაც იყოს და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისაც“, — ამბობს ექიმი.
მისი თქმით, „ომიკრონი“ ძალიან განსხვავდება „დელტასა“ თუ „უჰანის“ შტამისგან, რომელთა ამოცნობაც ყნოსვისა და გემოს დაკარგვით შეიძლებოდა. „ომიკრონის“ შემთხვევაში კი ეს არ ხდება, ვინაიდან ეს ვირუსი „უფრო ლოიალურია ადამიანის მიმართ“ და ყნოსვით ეპითელიუმზე „ხისტ გავლენას“ არ ახდენს.
იმ შემთხვევაში, თუ სურდო დაგეწყოთ, ოტოლარინგოლოგი გირჩევთ, თავი დაიზღვიოთ და მიმართოთ ექიმს, ვინაიდან თუ ცხვირიდან გამონადენი „ომიკრონის“ სიმპტომია, პაციენტი საშიშია ირგვლივ მყოფებისთვის.
„პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია გადადების კუთხით. ამის შემდეგ საფრთხე მცირდება, ხოლო დაახლოებით 5-10 დღის შემდეგ (სამწუხაროდ, ამაში მკაფიო გაგება არ არსებობს) ის უკვე აღარ არის გადამდები“, — განმარტა სპეციალისტმა.
ამასთან ლესკოვი გირჩევთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ სურდო გაციების გამოვლინებაა და არა კორონავირუსისა, PCR–ტესტით გადამოწმება მაინც საჭიროა, რათა შემდგომი გართულებები თუ უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ.