ძლიერი ქარი და სიცივე: სინოპტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში კვირის ბოლომდე ცივ და ქარიან ამინდს პროგნოზირებენ.
10 თებერვალს ნავარაუდევია ნალექი. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 11 თებერვალს ღრუბლიანი ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს არ გადააჭარბებს. დღის განმავლობაში ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.
12 თებერვალს ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 10-13 გრადუსი იქნება.
ქარიანი ამინდია მოსალოდნელი 13 თებერვალს – კვირას ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება. დღისით მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა პლუს 12 გრადუსი იქნება.
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს დაბლობში 13 თებერვლამდე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერი 10-13 გრადუსამდე გათბება.
მაღალ მთაში მოსალოდნელია ნალექი, ზოგიერთ ადგილზე – თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით პლუს 2-3 გრადუსი, ღამით კი მინუს 12 გრადუსია ნავარაუდევი. თოვლია ნავარაუდევი დასავლეთ საქართველოში, ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 9, დღისით მაქსიმალური კი პლუს 6-7 გრადუსი იქნება.
უახლოეს დღეებში თბილისში პლუს 9-12 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0