Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს ჩემი ინიციატივა იყო... საზღვარგარეთ რაც უნდა ის აკეთოს“ – ხატია სიჭინავა ღალატზე

© courtesy of Khatia Sichinavaხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ოთხ შვილს ზრდიან.
ყოფილი ტელეწამყვანი და ახლა უკვე სამოქალაქო აქტივისტი ხატია სიჭინავა აცხადებს, რომ მისი მეუღლის რამაზ ნოზაძის სკანდალური განცხადება ღალატთან დაკავშირებით თავად მას ეკუთვნის.
როგორც ხატიამ „რუსთავი 2“-ის ტოკშოუ „ღამის პრაიმტაიმში“ განაცხადა, მეუღლეს ქორწილის დღეს, ჯვრისწერის შემდეგ თვითონ უთხრა, რომ უცხოეთში ძმაკაცებთან ერთად როცა წავიდოდა, შეეძლო ის ეკეთებინა, რაც უნდოდა.

„მე 30 წლის გავთხოვდი და ძალიან კარგად ვიცი, რომ რაც უფრო ბოჭავ კაცს, უფრო უნდება, ამიტომ მას პირდაპირ ვუთხარი, რომ შეეძლო გართობა, თუმცა „ტრენაჟორს“ ამას თავად ეძახის“, – განაცხადა ხატია სიჭინავამ.

გასული წლის ზაფხულში სოციალური ქსელები მოიცვა რამაზ ნოზაძის განცხადებამ, სადაც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ ღალატზე საუბრობდა. სწორედ აქ შეადარა უცხოეთში ქალთან ყოფნა „ტრენაჟორს“. მაშინ რამაზი ამბობდა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ კაცი უცხოეთშია წასული და იქ მეგობრებთან ერთად „საგულაოდ“ წავა.

„არის დაწესებულები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, ტრენაჟორი დაარქვა ამ მომენტს. ტრენაჟორზე რომ ივარჯიშო, ეს ხომ არ გამოდის შენი ცოლისადმი სიყვარულის ღალატი?! ეს მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. შესაძლოა, არც გინდოდეს არაფერი, მაგრამ დალიოთ ბიჭებმა და გართობას ესეც მოჰყვეს – ეს არ ნიშნავს, რომ შენს შეყვარებულ ადამიანს უღალატე“, – ამბობდა სპორტსმენი.

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა ოთხ შვილს – სამ გოგონასა და ერთ ბიჭს ზრდიან. მყარი ოჯახი აქვთ და ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან.
ყველა ახალი ამბავი
0