https://sputnik-georgia.com/20220210/saqartvelosi-yvela-brendis-sigareti-ertnairi-sefutvit-gaiyideba-264297606.html
საქართველოში ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება
საქართველოში ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ბრენდის სიგარეტის შეფუთვა ნაკლებად ფერადი და შესაბამისად ნაკლებად მიმზიდველიც გახდება
2022-02-10T09:44+0400
2022-02-10T09:44+0400
2022-02-10T14:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/78/236587866_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_95860cd61ee76f31058bff61e3a37fad.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა რეგლამენტის პროექტზე საქართველოში გაყიდული ყველა ბრენდის სიგარეტის ერთიანი შეფუთვის შესაქმნელად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში.ყველა ბრენდის სიგარეტისთვის ერთიანი შეფუთვის სტანდარტის შემოღება თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა.გაბუნიას თქმით, ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და კანონმდებლობით აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია.მისი თქმით, შეფუთვა იქნება ნაკლებად მიმზიდველი, რათა არ შეიქმნას იმგვარი შთაბეჭდილება, თითქოს თამბაქოს რომელიმე ერთი პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია.ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/78/236587866_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_adb0b7896dc988a8971291be3a54bc46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება
09:44 10.02.2022 (განახლებულია: 14:02 10.02.2022) ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ბრენდის სიგარეტის შეფუთვა ნაკლებად ფერადი და, შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველიც გახდება.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა რეგლამენტის პროექტზე საქართველოში გაყიდული ყველა ბრენდის სიგარეტის ერთიანი შეფუთვის შესაქმნელად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში.
ყველა ბრენდის სიგარეტისთვის ერთიანი შეფუთვის სტანდარტის შემოღება თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა.
გაბუნიას თქმით, ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და კანონმდებლობით აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია.
მისი თქმით, შეფუთვა იქნება ნაკლებად მიმზიდველი, რათა არ შეიქმნას იმგვარი შთაბეჭდილება, თითქოს თამბაქოს რომელიმე ერთი პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილებები ხელს შეუწყობს მწეველების რაოდენობის შემცირებას. ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.