გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი გივი თოიძე

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
გივი თოიძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მხატვრობაში.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მხატვარი გივი თოიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ავრცელებს.
„თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, პროფესორის, რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის გივი თოიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, – ნათქვამია აკადემიის სამძიმრის წერილში.
© FB / Georgian National Museumგივი თოიძის გამოფენა
Ретроспективная выставка работ грузинского живописца Гиви Тоидзе - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გივი თოიძის გამოფენა
გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“, „ნარიყალა“.
მისი ნამუშევრები გამორჩეულია ფერმწერისთვის დამახასიათებელი ხელწერით. იგი არაერთი მონუმენტური ტილოს და საინტერესო სერიის ავტორია.
გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.
გივი თოიძე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
წყარო - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ყველა ახალი ამბავი
0