Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

58 წლის კვენტინ ტარანტინო მეორე შვილს ელოდება

© AFP 2024 / TIZIANA FABI კვენტინ ტარანტინო
კვენტინ ტარანტინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
რეჟისორმა მეუღლე დანიელა პიკი 2009 წელს, ისრაელში ყოფნის დროს გაიცნო.
ლეგენდარული რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და მისი მეუღლე დანიელა პიკი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ იუწყება.
წყვილს უკვე ჰყავს ორი წლის ვაჟი. ამჟამად საუბარია ორსულობის პირველ კვირებზე, ხოლო სხვა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.
რეჟისორმა დანიელა პიკი 2009 წელს, ისრაელში ყოფნის დროს გაიცნო, როდესაც ის თავისი ფილმის Inglorious Basterds პრემიერაზე იყო ჩასული.
დანიელა პიკი ისრაელში ცნობილი მომღერლის ცვიკა პიკის შვილია. წყვილი 2017 წელს დაინიშნა, 2018 წელს კი მათ ლოს-ანჯელესში ქორწილი ჰქონდათ.
ყველა ახალი ამბავი
0