https://sputnik-georgia.com/20220209/zarlis-kbenit-dawyebuli-dapirispireba-17-wlis-mozards-brali-waredgina-264295553.html
ძაღლის კბენით დაწყებული დაპირისპირება: 17 წლის მოზარდს ბრალი წარედგინა
ძაღლის კბენით დაწყებული დაპირისპირება: 17 წლის მოზარდს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2022-02-09T21:13+0400
2022-02-09T21:13+0400
2022-02-09T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/74/239477437_0:48:2000:1173_1920x0_80_0_0_7ae2ce255eb649b9d3170f6a53ea6cfb.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. უწყების ცნობით, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მკვლელობის მიზნით 30 წლის მამაკაცს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.მკვლელობის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს: რა მოხდა მარნეულში >>წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/74/239477437_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_522a240378a3c76ba4fd776480899ddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ძაღლი დაპირისპირება მოზარდი ბრალი წარდგენა
ძაღლი დაპირისპირება მოზარდი ბრალი წარდგენა
ძაღლის კბენით დაწყებული დაპირისპირება: 17 წლის მოზარდს ბრალი წარედგინა
21:13 09.02.2022 (განახლებულია: 22:16 09.02.2022) ბრალდებულის მიმართ წაყენებული მუხლი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. უწყების ცნობით, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მკვლელობის მიზნით 30 წლის მამაკაცს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.