https://sputnik-georgia.com/20220209/wiklaurma-olimpiur-tamasebze-gamosvla-daasrula-264282989.html
ნინო წიკლაურმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა
ნინო წიკლაურმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა
Sputnik საქართველო
ნინო წიკლაურმა პეკინის ოლიმპიადაზე სლალომში მიიღო მონაწილეობა და 42-ე ადგილი დაიკავა.
2022-02-09T15:31+0400
2022-02-09T15:31+0400
2022-02-09T20:42+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
პეკინის ოლიმპიური თამაშები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264280495_0:56:960:596_1920x0_80_0_0_f77644e7dc4c272c72c7eaef9b903efd.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა პეკინის ოლიმპიადაზე დღეს სლალომში მიიღო მონაწილეობა და 42-ე ადგილზე გავიდა.28 წლის ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასა 1:00,11 წუთში დაფარა და 47-ე იყო, მეორეზე კი შედარებით უკეთესი შედეგი დააფიქსირა – 1:00,37 წუთი და 42-ე პოზიცია. ჯამური 2:00,48 წუთით ნინო წიკლაური ასევე 42-ე პოზიციაზე გავიდა და ოლიმპიადის გამარჯვებულ პეტრა ვლჰოვას (სლოვაკეთი) 15,50 წამით ჩამორჩა.აღსანიშნავია, რომ იმ სპორტსმენებიდან, რომლებმაც ასევე ორივე დაშვება შეასრულეს, წიკლაურმა რვას აჯობა, 38 სამთო მოთხილამურე კი ფინიშამდე საერთოდ ვერ მივიდა.სლალომში 42-ე ადგილი წიკლაურისთვის ოლიმპიადებზე ნაჩვენები მეორე შედეგია. მას უკეთესი მაჩვენებელი 2018 წელს ჰქონდა სამხრეთკორეულ პიონჩანში, როდესაც 39-ე პოზიციაზე გავიდა.შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ წიკლაურმა პეკინში გიგანტურ სლალომშიც სცადა ძალები და 34-ე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიურ თამაშებზე მისი საუკეთესო შედეგია.2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთ ქართველ სამთო მოთხილამურეს ვიხილავთ. სოსო ჯაფარიძე 13 თებერვალს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 16-ში კი – სლალომში.
https://sputnik-georgia.com/20220207/wiklaurma-olimpiur-tamasebze-tavisi-sauketeso-sedegi-acvena-264218545.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264280495_46:0:915:652_1920x0_80_0_0_b05b9d6808730ffee326e081d03715ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოლიმპიადა წიკლაური ასპარეზობა სლალომი მოთხილამურე
ოლიმპიადა წიკლაური ასპარეზობა სლალომი მოთხილამურე
ნინო წიკლაურმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა
15:31 09.02.2022 (განახლებულია: 20:42 09.02.2022) ნინო წიკლაური ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას 15,50 წამით ჩამორჩა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა პეკინის ოლიმპიადაზე დღეს სლალომში მიიღო მონაწილეობა და 42-ე ადგილზე გავიდა.
28 წლის ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასა 1:00,11 წუთში დაფარა და 47-ე იყო, მეორეზე კი შედარებით უკეთესი შედეგი დააფიქსირა – 1:00,37 წუთი და 42-ე პოზიცია. ჯამური 2:00,48 წუთით ნინო წიკლაური ასევე 42-ე პოზიციაზე გავიდა და ოლიმპიადის გამარჯვებულ პეტრა ვლჰოვას (სლოვაკეთი) 15,50 წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ იმ სპორტსმენებიდან, რომლებმაც ასევე ორივე დაშვება შეასრულეს, წიკლაურმა რვას აჯობა, 38 სამთო მოთხილამურე კი ფინიშამდე საერთოდ ვერ მივიდა.
სლალომში 42-ე ადგილი წიკლაურისთვის ოლიმპიადებზე ნაჩვენები მეორე შედეგია. მას უკეთესი მაჩვენებელი 2018 წელს ჰქონდა სამხრეთკორეულ პიონჩანში, როდესაც 39-ე პოზიციაზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ წიკლაურმა პეკინში გიგანტურ სლალომშიც სცადა ძალები და 34-ე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიურ თამაშებზე მისი საუკეთესო შედეგია.
2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთ ქართველ სამთო მოთხილამურეს ვიხილავთ. სოსო ჯაფარიძე 13 თებერვალს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 16-ში კი – სლალომში.