ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

© Road Department of Roadsე.წ. საქართველოს სამხედრო გზა
ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა თოვლის, ქარისა და ნამქერის გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო თოვლის, ქარისა და ნამქერის გამო.
დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამასთან, მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0