https://sputnik-georgia.com/20220209/tbilservis-jgufsa-axali-xelmzrvaneli-hyavs-264287736.html
„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი დირექტორი ჰყავს
„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი დირექტორი ჰყავს
Sputnik საქართველო
თბილისის მერის განცხადებით, დავით ფაჩულიას აქვს ის პროფესიული გამოცდილება, რომელიც მას მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.
2022-02-09T16:58+0400
2022-02-09T16:58+0400
2022-02-09T21:03+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259557474_0:60:1538:925_1920x0_80_0_0_11bb9b3c0d8db3e83fee5cf29f46238b.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელად დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ფაჩულია დაინიშნა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კალაძის თქმით, ფაჩულიას აქვს მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება, რაც მას სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ახალ დირექტორს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.„ეს არის სამსახური, რომელიც ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, გარე განათებებზე. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს იმ ამოცანებს, რაც სამსახურის წინაშე დგას. წარმატებებეს გისურვებთ“, – აღნიშნა კალაძემ.დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (როდესაც დეკემბრის ბოლოს „თბილსერვის ჯგუფის“ მაშინდელი ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა) დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259557474_0:0:1367:1025_1920x0_80_0_0_324d839296cc658be5ef131e5d75459f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კალაძე ფაჩულია თბილსერვის ჯგუფი
კალაძე ფაჩულია თბილსერვის ჯგუფი
„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი დირექტორი ჰყავს
16:58 09.02.2022 (განახლებულია: 21:03 09.02.2022) დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ახალ დირექტორს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელად დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ფაჩულია დაინიშნა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ფაჩულიას აქვს მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება, რაც მას სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.
„ის კერძო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ახალ დირექტორს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ეს არის სამსახური, რომელიც ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, გარე განათებებზე. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს იმ ამოცანებს, რაც სამსახურის წინაშე დგას. წარმატებებეს გისურვებთ“, – აღნიშნა კალაძემ.
დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (როდესაც დეკემბრის ბოლოს „თბილსერვის ჯგუფის“ მაშინდელი ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა) დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.