https://sputnik-georgia.com/20220209/tbilisis-meria-autizmis-mqone-bavsvebis-dafinansebas-ganagrzobs-264277809.html
თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსებას განაგრძობს
თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსებას განაგრძობს
Sputnik საქართველო
კალაძის განცხადებით, ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად წელიწადში 4.8 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამას თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს
2022-02-09T13:36+0400
2022-02-09T13:36+0400
2022-02-09T20:13+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/61/244456101_0:45:2049:1197_1920x0_80_0_0_aef38343139c692c976c5403bdefa313.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა“ დღეისათვის 1.375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად წელიწადში 4.800 ლარია გათვალისწინებული და ყოველთვიურად მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ფინანსდება.2015 წელს ამ პროგრამას ორი მიმწოდებელი დაწესებულება ჰყავდა, ამჟამად კი მათი რიცხვი შვიდამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, გაიზარდა პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი. კერძოდ, თუ თავიდან თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაიზარდა.„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროგრამა პრეცედენტულია. თბილისის მაგალითი ბევრმა სხვა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დღეისათვის ის უკვე არაერთ ქალაქში ხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს მაქსიმალური მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/61/244456101_196:0:1851:1241_1920x0_80_0_0_230615a800688cae35ced48f3b4c2ea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი მერია აუტიზმი აუტისტური სპექტრი დაფინანსება პროგრამა
თბილისი მერია აუტიზმი აუტისტური სპექტრი დაფინანსება პროგრამა
თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსებას განაგრძობს
13:36 09.02.2022 (განახლებულია: 20:13 09.02.2022) თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა“ დღეისათვის 1.375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად წელიწადში 4.800 ლარია გათვალისწინებული და ყოველთვიურად მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ფინანსდება.
„ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამა ბევრი მიზეზის გამო, რადგან ეხება პატარებს, ბავშვებს. მახსოვს, როცა დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება, 2015 წელს მისი ბიუჯეტი 500.000 ლარი იყო და მომსახურებას 325 ბავშვი იღებდა. ამ ხნის განმავლობაში მისი ბიუჯეტი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა და დღეისათვის ის 5.868 ათას ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2015 წელს ამ პროგრამას ორი მიმწოდებელი დაწესებულება ჰყავდა, ამჟამად კი მათი რიცხვი შვიდამდეა გაზრდილი.
გარდა ამისა, გაიზარდა პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი. კერძოდ, თუ თავიდან თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაიზარდა.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროგრამა პრეცედენტულია. თბილისის მაგალითი ბევრმა სხვა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დღეისათვის ის უკვე არაერთ ქალაქში ხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს მაქსიმალური მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა.