https://sputnik-georgia.com/20220209/taqsis-reporma-ra-cvlilebebs-itvaliswinebs-mesame-etapi-264277062.html
ტაქსის რეფორმა: რა ცვლილებებს ითვალისწინებს მესამე ეტაპი
ტაქსის რეფორმა: რა ცვლილებებს ითვალისწინებს მესამე ეტაპი
Sputnik საქართველო
კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მგზავრის აყვანისა და გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების უფლება ექნებათ
2022-02-09T13:17+0400
2022-02-09T13:17+0400
2022-02-09T17:36+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/61/247156182_0:85:3000:1773_1920x0_80_0_0_4eb0353bd6cbd590d12223034a8b7fd0.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.თბილისში ტაქსის რეფორმა, რომლის ინიციატორიც კახა კალაძეა, 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე ტაქსის მძღოლებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის მესამე ეტაპი შეეხება, მაგალითად, ავტობუსის ზოლში ტაქსის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხს.„მინდა ირაკლი ხმალაძეს (მერის მოადგილე - რედ.) დავავალო, რომ მესამე ეტაპის განხორციელებისას შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს მომსახურებისას ტაქსის მძღოლების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, – განაცხადა კალაძემ.A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ გამოძახებით, ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.2019 წლის 1 ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდა ფერისა (თეთრი) და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი მერიამ უფასო ვაუჩერი დააწესა. სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერებიც დაურიგდათ.წყარო: თბილისის მერია
https://sputnik-georgia.com/20210601/kalaZe-taqsis-reforma-gagrZeldeba-251898370.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/61/247156182_262:0:2739:1858_1920x0_80_0_0_4ceacc871945575d2c377fc294789558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თბილისის მერია საზოგადოება ტრანსპორტი
საქართველო თბილისის მერია საზოგადოება ტრანსპორტი
ტაქსის რეფორმა: რა ცვლილებებს ითვალისწინებს მესამე ეტაპი
13:17 09.02.2022 (განახლებულია: 17:36 09.02.2022) კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მგზავრის აყვანისა და გადმოსმის მიზნით ავტობუსის ზოლში გაჩერების უფლებაც ექნებათ.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისში ტაქსის რეფორმა, რომლის ინიციატორიც კახა კალაძეა, 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.
„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე ტაქსის მძღოლებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის მესამე ეტაპი შეეხება, მაგალითად, ავტობუსის ზოლში ტაქსის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხს.
„მინდა ირაკლი ხმალაძეს (მერის მოადგილე - რედ.) დავავალო, რომ მესამე ეტაპის განხორციელებისას შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს მომსახურებისას ტაქსის მძღოლების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, – განაცხადა კალაძემ.
A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ გამოძახებით, ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდა ფერისა (თეთრი) და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი მერიამ უფასო ვაუჩერი დააწესა. სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერებიც დაურიგდათ.