https://sputnik-georgia.com/20220209/rustavi-2-is-saqmeze-err-erti-dava-sewyda-264296848.html
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთ-ერთი დავა შეწყდა
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთ-ერთი დავა შეწყდა
Sputnik საქართველო
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეარხზე პრეტენზიას აღარ აცხადებს
2022-02-09T22:39+0400
2022-02-09T22:39+0400
2022-02-09T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387201_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_ef697809278534e4465b07c058b87527.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უკან გაიწვია სარჩელი, რომლითაც იგი პრეტენზიას აცხადებდა ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე. ამის შესახებ ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა.ოქრუაშვილმა სასამართლოს 2019 წლის ივლისში მიმართა. საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად, ხალვაში ტელეარხის მფლობელის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. მაგრამ პირველმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში ხალვაშს ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.კიდევ ერთი დავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში იხილება.ტელეარხ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ხალვაშისგან კომპანიის აქციების 60%-ს ითხოვენ. მათ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც 2021 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.„რუსთავი 2“ ამჟამად ეკუთვნის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს (60%) და მის კომპანია „პანორამას“ (40%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387201_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_1b5d357d01d79a8b3295a65a1a9716f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„რუსთავი 2“ საქმე დავა
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთ-ერთი დავა შეწყდა
22:39 09.02.2022 (განახლებულია: 23:15 09.02.2022) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეარხზე პრეტენზიას აღარ აცხადებს.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უკან გაიწვია სარჩელი, რომლითაც იგი პრეტენზიას აცხადებდა ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე. ამის შესახებ ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა.
ოქრუაშვილმა სასამართლოს 2019 წლის ივლისში მიმართა. საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად, ხალვაში ტელეარხის მფლობელის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. მაგრამ პირველმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.
„ადვოკატები ითხოვდნენ ახალი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას ოთხი ექსპერტის მიერ, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლომ მათ უარი უთხრა, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, ოქრუაშვილის წინასწარი თანხმობით, გაეწვიათ სარჩელი“, – აღნიშნა სალიამ.
ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში ხალვაშს ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.
კიდევ ერთი დავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში იხილება.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ხალვაშისგან კომპანიის აქციების 60%-ს ითხოვენ. მათ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც 2021 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„რუსთავი 2“ ამჟამად ეკუთვნის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს (60%) და მის კომპანია „პანორამას“ (40%).