გარდაიცვალა ცნობილი თეატრალური მხატვარი-დეკორატორი მირიან შველიძე

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
მირიან შველიძე რუსთველის თეატრში 47 წელი მუშაობდა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მხატვარი და თეატრალური დეკორატორი მირიან შველიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შველიძე 1975 წლიდან დღემდე რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი იყო.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას განიცდის!“ – ნათქვამია თეატრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის ტექსტში.
შველიძის მიერ არის გაფორმებული სპექტაკლები: „ყვარყვარე“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „ტიტუს ანდრონიკუსი“, „მაკბეტი“, „დარისპანის გასაჭირი“, „ჯაყოს ხიზნები“ და სხვ.
მირიან შველიძეს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება ჰქონდა, ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ყველა ახალი ამბავი
0