„საქართველოს მეფეები“ – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას აგრძელებს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან „საქართველოს მეფეები“) საკოლექციო მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მონეტები 2023 წელს გამოვა და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით 2022 წლის 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.
მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს: ვერცხლის მონეტისთვის – 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტისთვის – 1.000 ლარი, რაც მონეტის სრული სარეალიზაციო ღირებულების შემადგენელი ნაწილია.
ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს მეფეების" სერიიდან მონეტის ესკიზზე კონკურსი გამოაცხადა
მონეტის გამოშვებისა და სარეალიზაციოდ გამოტანის შემდეგ წინასწარ შეკვეთილი მონეტები გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სალაროდან, ადგილზე მონეტების სრული სარეალიზაციო ღირებულების გადახდის შემდეგ.
წინასწარი შეკვეთისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge და განათავსონ შეკვეთა.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია "საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე" შეთანხმებაში, რომელსაც მომხმარებელი ეცნობა შეკვეთის განთავსებამდე და რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერიის – „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.
წყარო: ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0