Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

11 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპირბადიანი ქალი
პირბადიანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 25.161-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.375.615-ს მიაღწია.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 25.161 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 11.857 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 3.730, აჭარა – 2.011, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.577, შიდა ქართლი – 1.530, ქვემო ქართლი – 1.421, კახეთი – 1.253, გურია – 642, მცხეთა-მთიანეთი – 597, სამცხე-ჯავახეთი – 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 106.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16.789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.141.231-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 51 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.351-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 219.007 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.036 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.452, იმერეთში – 1.250, აჭარაში – 778.
1.252 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 290 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 31.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 9 თებერვალი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.901 ადამიანი, მათ შორის 1.185 – თბილისში, 487 – აჭარაში.
211.070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 41 ადამიანი, ყველა თბილისში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 25.161-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.375.615-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0