„ნაცმოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას არ აპირებს – ბარამიძე

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
მელიას ლიდერობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენებას არ აპირებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ.
ჭორები პარტიის ლიდერის შესაძლო შეცვლაზე დიდი ხნის წინ გავრცელდა. ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ნიკა მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო. ის არც დღეს იმყოფებოდა სააკაშვილის პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პარტიის სხვა ლიდერები ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.

„ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას... „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრის, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების ერთობა, რომლებსაც აერთიანებთ ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი პარტია. ეს არის ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე, ევროპული, განვითარებული, ერთიანი ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, პარტიის ლიდერები კამათობდნენ ადრეც, ახლაც კამათობენ და მომავალშიც იკამათებენ.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც მასმედიაში გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაღებული კადრები. ჩანაწერში ისმის, როგორ ამბობს მელია, რომ წინააღმდეგი იყო სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების.
კადრების გავრცელების შემდეგ მელიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა, სადაც ფაქტობრივად დაადასტურა თავისი პოზიცია.
ყველა ახალი ამბავი
0