თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, დიდების, კოჯრის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი ფონიჭალას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, თოფურიძე ვალენტინის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ბუგეულის, დარკვეთის, ზეკარის, კიშინიოვის, ლისაშვილის, ლუბოვსკის, ავიაქიმიის, სანავარდოს, სვირის, ცოტნე დადიანის, თოდრიას, კურსების, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ლაითურის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, წერონისის, სამსონ ფირცხალავას, სანერგის და გეგუთის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის და კორნელი სანაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0