https://sputnik-georgia.com/20220208/gia-bagashvili-tako-tabatadze-264241968.html
„იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები️“ – ბაღაშვილის ყოფილი ცოლი სკანდალურ ინფორმაციას პასუხობს
„იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები️“ – ბაღაშვილის ყოფილი ცოლი სკანდალურ ინფორმაციას პასუხობს
Sputnik საქართველო
გია ბაღაშვილმა 19 წლით უმცროს თაკოზე 13 წლის წინ იქორწინა 08.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-08T13:00+0400
2022-02-08T13:00+0400
2022-02-08T21:03+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264241358_0:64:1001:627_1920x0_80_0_0_1c7320a95cabf7711c4afa04f73e4107.jpg
ცნობილი მუსიკოსის გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.როგორც მსახიობი აღნიშნავს, ქმარს დაახლოებით სამი წელია, რაც დაშორდა და ამის მიზეზი წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გახდა. ამიტომ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ ცხოვრება.მსახიობი ამბობს, რომ დღეს ყოფილ წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ოთხი საოცარი გოგონა ჰყავთ და მათ საერთო ძალისხმევით ზრდიან.მსახიობი ამჟამად შვილებთან ერთად კოვიდ-ინფიცირებულია და სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ უნდა საყვარელ საქმეს მალე დაუბრუნდეს.მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თაკოს ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი ფეხბურთელი ნუგო სპანდერაშვილია. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს და ერთობლივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264241358_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_39982e34c421d61918b3d2abeb3b1f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გია ბაღაშვილი ყოფილი ცოლი თაკო ტაბატაძე
გია ბაღაშვილი ყოფილი ცოლი თაკო ტაბატაძე
„იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები️“ – ბაღაშვილის ყოფილი ცოლი სკანდალურ ინფორმაციას პასუხობს
13:00 08.02.2022 (განახლებულია: 21:03 08.02.2022) გია ბაღაშვილმა 19 წლით უმცროს თაკოზე 13 წლის წინ იქორწინა
ცნობილი მუსიკოსის გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ქმარს დაახლოებით სამი წელია, რაც დაშორდა და ამის მიზეზი წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გახდა. ამიტომ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ ცხოვრება.
მსახიობი ამბობს, რომ დღეს ყოფილ წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ოთხი საოცარი გოგონა ჰყავთ და მათ საერთო ძალისხმევით ზრდიან.
„პატარები ჩემთან არიან, თუმცა გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც, იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები️“, – დაწერა თაკო ტაბატაძემ.
მსახიობი ამჟამად შვილებთან ერთად კოვიდ-ინფიცირებულია და სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ უნდა საყვარელ საქმეს მალე დაუბრუნდეს.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თაკოს ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი ფეხბურთელი ნუგო სპანდერაშვილია. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს და ერთობლივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში.