Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შეიძლებოდა შემცვლელი მეპოვა, მაგრამ არ ვქენი... დავრჩი მარტო“– ეკა მამალაძე გოგი დოლიძეზე

© courtesy of Eka Mamaladzeეკა მამალაძე
ეკა მამალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
ეკა მამალაძე პირველად ალაპარაკდა იმ ურთიერთობაზე, რაც მომღერალ გოგი დოლიძესთან ჰქონდა.
ეკა მამალაძისა და გოგი დოლიძის სასცენო წყვილი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი იყო. მამალაძეს დოლიძის გარდაცვალების შემდეგ სხვა პარტნიორი არ ჰყოლია და სცენაზე მარტო დარჩა. მიზეზზე, თუ რატომ გააკეთა ეს, მომღერალმა ისაუბრა გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“.

„შეიძლებოდა სცენაზე გოგი დოლიძის შემცვლელი მენახა, მაგრამ მე ეს სპეციალურად არ ვქენი. იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა ის გოგი, რომლის მოლოდინიც ექნებოდათ. ამიტომ ჩავთვალე – ის რომ აღარ იყო, დამთავრდა. მე დავრჩი მარტო. მახსოვს ბოლო საუბარი გოგისთან. ბათუმიდან მოდიოდა, მითხრა, რომ ჩამოვიდოდა, რაღაც შეხვედრა თუ კონცერტი უნდა გვქონოდა. სულ რამდენიმე დღის საუბარი იყო ჩვენს შორის. ცხოვრებაშიც კარგი მეგობრები ვიყავით. ძალიან ვაჟკაცური იყო, მეგობრული. სულ უნდოდა საწყალს, რამეში მოხმარება. მარტო ჩემთან კი არა, უკიდეგანოდ ყურადღებინი იყო“, – გაიხსენა ეკა მამალაძემ.

გოგი დოლიძე გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, მისი ბიუსტი დაიდგა.
ყველა ახალი ამბავი
0