https://sputnik-georgia.com/20220207/vitareba-gzebze-sezrudvebi-264202202.html
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ზოგიერთ გზაზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა
2022-02-07T10:04+0400
2022-02-07T10:04+0400
2022-02-07T14:40+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263997946_11:0:2454:1374_1920x0_80_0_0_886323b917add9de6b0c88e3a94a7b3d.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა ნაქერალას უღელტეხილზეც (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი). თუმცა, თოვლის და ლიპყინულის გამო ამავე მონაკვეთზე ჯერჯერობით შენარჩუნებულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა–ცაგერის საავტომობილო გზაზეც.გადაადგილების სპეციალური რეჟიმები კი დაწესებულია შემდეგ საავტომობილო გზებზე:საერთაშორისო მნიშვნელობის გზები:- თოვის და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თოვლი და ყინვა საქართველოში: თეთრად დაფარული მაღალმთიანი აჭარა - ვიდეო>>მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები:- ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ცხუნკური–მელეს მონაკვეთზე (ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 15-125 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ამავე საავტომობილო გზის 1-15 კმ (წყალტუბოს გადასახვევი–ცხუნკური) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263997946_316:0:2148:1374_1920x0_80_0_0_df4917527fc0aa691fd8cf1400139c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შეზრუდვები ტრანსპორტი გზა გზები უამინდობა
შეზრუდვები ტრანსპორტი გზა გზები უამინდობა
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
10:04 07.02.2022 (განახლებულია: 14:40 07.02.2022) ქვეყანაში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა ნაქერალას უღელტეხილზეც (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი). თუმცა, თოვლის და ლიპყინულის გამო ამავე მონაკვეთზე ჯერჯერობით შენარჩუნებულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა–ცაგერის საავტომობილო გზაზეც.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები კი დაწესებულია შემდეგ საავტომობილო გზებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის გზები:
- თოვის და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები:
- ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ცხუნკური–მელეს მონაკვეთზე (ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 15-125 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე საავტომობილო გზის 1-15 კმ (წყალტუბოს გადასახვევი–ცხუნკური) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.